როგორ მოვამზადოთ ფრანგული პაშტეტი

854

ნამდვილი ფრანგული პაშტეტი ძალიან განსხვავდება მსგავსი კერძებისგან. ეს არის სრულიად შემდგარი ნამცხვარი ფარშისა და ღვიძლის შიგთავსით. არ არსებობს ადამიანი, რომლის გულიც ამ ნამცხვარმა ვერ მოიგო.

ხორცს პიკანტურ გემოს კონიაკი და ფისტა სძენს. უბრალო ცომიც კი ამ შიგთავსით სრულყოფილ კერძად იქცევა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ცომი, უმჯობესია ფენოვანი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • კარაქი 200გ
  • წყალი 50მლ
  • ფისტა 100გ
  • საქონლის ხორცი 650გ
  • ქათმის ფილე 450გ
  • კონიაკი 250მლ
  • საქონლის ღვიძლი 300გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • ღორის ხორცი 350გ
  • პაპრიკა გემოვნებით
  • პროვანსული სანელებლები გემოვნებით

მომზადება

  1. ხორც პროსუქტები მოათავსეთ კონიაკში, ჰერმეტიულად შეკარით და მთელი ღამე მოათავსეთ მაცივარში.
  2. ფისტა მოათავსეთ მაცივარში. დაიწყეთ შიგთავსის მზადება. საქონლის და ღორის ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა, ფისტა და პროვანსული სანელებლები.
  3. სტეიკის ფორმაზე დაჭერით ქათმის ფილე და დაბეგვეთ. წაუსვით პაპრიკა, მარილი, წიწაკა და პროვანსული სანელებლები.
  4. ღვიძლი დაჭერით და მსგავსად დაამუშავეთ სანელებლებით.
  5. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, 3 სუფრის კოვზი წყალი, 2 კვერცხი, გამღვალი კარაქი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ და მოათავსეთ ფორმაში.
  6. ცომზე მოათავსეთ ფარშის პატარა ნაწილი, შემდეგ ღვიძლი, ქათმის ფილე, ხოლო შემდეგ დარჩენილი ფარში.
  7. შიგთავსი გადაახვიეთ ცომში, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

ამბობენ, რომ პაშტეტის სამშობლო ბელგიაა. ეს კერძი მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. გარნირად შეგიძლიათ წარმოადგინოთ ბოსტნეული. გემოს გასამრავალფეროვნებლად დაუმატეთ ღვინო ამ გახეხილი ნიგოზი. გემრიელად მიირთვით!