როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მესხური კერძი – თუთმაჯი

3745

მესხური სამზარეულო მოხარშული და გამომცხვარი ცომეულის, აგრეთვე, რძის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთ-ერთია თუთმაჯი, რომელიც მესხური ნადუღის გარდა, მაწვნითაც მზადდება. მაწვნიანი ვარიანტი უფრო მეტად წვნიანია.

ინგრედიენტები: 

  • პირველი ხარისხის ფქვილი -400 გ
  • წყალი – 150 მლ
  • ხახვი – 170 გ
  • მესხური ნადუღი – 150 გ
  • ერბო – 80 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წყლითა და ფქვილით მოზილეთ მკვრივი ცომი. გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე და დაჭერით გრძელ, დაახლოებით 5 სმX0,4 სმX 0,4 სმ ზომის ნაჭრებად, ცომის მეორე ნაწილი ისე დაჭერით, რომ პატარა ოვალური ფორმის ნაჭრები მიიღოთ, დაახლოებით 1 სმX-0,5სმX0,5 სმ.
  2. ოვალური ფორმის ცომის ნაჭრები დაბრაწეთ ერბოიან ტაფაზე გაოქროსფერებამდე. იმავე ერბოში მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
  3. ცომის გრძელი ნაჭრები მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში (წყალი ცომზე ორჯერ მეტი უნდა იყოს). ნაჭრები რომ მოიხარშება, ქვაბში ჩაუშვით ცომის შემწვარი ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაამატეთ მესხური ნადუღი და ურიეთ, სანამ ნადუღი არ გადნება.
  4. მომზადებული თუთმაჯი მიირთვით ცხელ-ცხელი.