ამ რეცეპტმა დამიპყრო. გემრიელი, ჰაეროვანი ფუნთუშები სეზამის შიგთავსით

657

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ძალიან გემრიელი და ნაზი ფუნთუშების რეცეპტს, რომელიც ბავშვებს და უფროსებს ასე ძალიან უყვართ. იმდენად ჰაეროვანია, რომ პირდაპირ პირში დნება. მის მომზადებას და ოჯახის წევრების გახარებას გირჩევთ.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ თბილი რძე
  • 200 მლ თბილი წყალი
  • 25 გრ ცოცხალი საფუარი (ან 8 გრ მშრალი)
  • 2 ს/კ შაქარი
  • 80 მლ მცენარეული ზეთი
  • 80 მლ გამდნარი კარაქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 650-700 გრ ფქვილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ყველი, მოხარშული შესქელებული რძე და გარგარის ჯემი.

წასასმელად:

  • შემწვარი სეზამი
  • 2 ს/კ თუთის სიროფი + 60 მლ წყალი
  • სიროფი შეგიძლიათ ჩაააცვლოთ რძით + შაქრით

მომზადების წესი:

1. ცალკე თასში რძე ჩაასხით, თბილი წყალი, შაქარი, საფუარი, მცენარეული ზეთი, გამდნარი კარაქი დაუმატეთ და ყველაფერი ნიჩბით კარგად აურიეთ.

2. გაცრილი ფქვილი და მარილი დაუმატეთ.

3. ნაზი ცომი მოზილეთ.

4. ცომი ზუსტად 8 წუთით მოზილეთ.

5. მზა ცომს პარკი დააფარეთ და 40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

6. ცომი სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ.

7. კომფორტული რომ იყოს, ცომი 4 ნაწილად გაყავით.

8. თითოეული ნაწილი პატარა ნაჭრებად დაყავით და მათგან პატარა ბურთები გააკეთეთ.

9. პატარა თასში შემწვარი სეზამი ჩაყარეთ, მეორე თასში – თუთის სიროფი + წყალი.

10. თითოეული ბურთიდან პატარა კვერი გააკეთეთ.

11. და თითოეულ კვერში შიგთავსი ჩადეთ.

12. ჩვენ ვიყენებთ გახეხილ ყველს, მოხარშულ შესქელებულ რძეს და გარგარის ჯემს.

13. შიგთავსის მოთავსების შემდეგ ცომი შეკარით და მრგვალი ფუნთუშები გააკეთეთ.

14. სხვებზეც ასე გააკეთეთ.

15. თითოეული ფუნთუშა ჯერ თუთის სიროფში ამოავლეთ, შემდეგ სეზამში.

16. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მიღებული ფუნთუშები ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დააწყვეთ.

17. თითოეული ფუნთუშა ზემოდან მოგრძოდ ჩაჭერით.

18. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!