როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კოტლეტები ფრინველის ხორცისგან: უბრალოდ, დაამატეთ 100 გრ…

1348

თუ ქათმის ხორცი მოგბეზრდათ, მიაქციეთ ყურადღება ინდაურის ხორცს. ის უფრო მკვრივია, მაგრამ თუ ფარშს მოამზადებთ, კერძის ხარისხზე არ აისახება. ინდაურის კოტლეტები ძალიან ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, თან სწრაფად მზადდება.

კერძი სწორედ ასეთი რომ გამოვიდეს, არ დაუმატოთ კვერცხი – ჩაანაცვლეთ ხაჭოთი, რომელიც კარგად აერთებს ინგრედიენტებს და კერძში შეუმჩნეველია. მაგრამ მხოლოდ ეს არ გახლავთ საიდუმლო ინგრედიენტი – კომბოსტო, აი, რა სძენს ინდაურის კოტლეტებს საოცარ არომატს და პიკანტურ გემოს. სცადეთ!

ინგრეენტები

  • 400 გრ ინდაურის ხორცი
  • 100 გრ კომბოსტო
  • 100 გრ ხაჭო
  • 1 ხახვი
  • 50 გრ საფანელი
  • 10 გრ ოხრახუში
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ინდაურის ხორცი, კომბოსტო, ხაჭო და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

2. დაამატეთ ფარშში დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და შედგით მაცივარში 1 საათით.

3. გაახურეთ თაფაში ზეთი.

4. შექმენით ფარშისგან კოტლეტები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

ინდაურის კოტლეტებს ძალიან უხდება ბაზილიკის ფოთლები. ასიამოვნეთ ამ შესანიშნავი კერძით ოჯახის წევრები, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!