გიყვართ გლინტვეინი? მაშინ მოამზადეთ ამ რეცეპტით და მიირთვიით ერთი ჭიქა გლინტვეინი თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

1874

ცივ ამინდებში ცხელი სასმელები უფრო აქტუალური ხდება. გლინტვეინი, კი საუკეთესო გამოსავალია ზამთრის ცივ დღეებში გასათბობად და განწყობის ასამაღლებლად. ამიტომ, ნუ იტყვით  უარს და მიირთვიით ერთი ჭიქა გლინტვეინი თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ინგრედიენტები: 

  • წითელი ღვინო – 2 ლიტრი
  • შაქარი – 2 ჩაის ჭიქა
  • მიხაკი – 4-5 ცალი
  • დარიჩინი – 2 გრამი
  • ლიმონი – 1 ცალი
  • ფორთოხალი – 3 ცალი
  • კონიაკი –  1/2 ჩაის ჭიქა

მომზადების წესი:

  1. 2 ლიტრი წითელი ღვინო ჩავასხათ მომინანქრებულ ქვაბში, ჩავყაროთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი, მიხაკი, დარიჩინის პატარა ნატეხი, ერთი ლიმონის კანის ნაფხეკი.
  2. შევდგათ ქვაბი ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. მაგრამ არ ავადუღოთ.
  3. შაქარი რომ კარგად გადნება, გადმოვდგათ ქვაბი  ცეცხლიდან, გავაცივოთ და ჩავასხათ 1/2 ჩაის ჭიქა კონიაკი ან შამპანური, 2-3 ფორთოხლის წვენი, კარგად გაცივებული გავფილტროთ სპეციალური ფილტრის ქაღალდში, ჩავასხათ ბოთლებში ან სურებში.