როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი ლავაშით და ხორცით

3225
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი ლავაშით და ხორცით
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი ლავაშით და ხორცით

ეს ღვეზელი ნამდვილი აღმოჩენა არის მუდმივად დაკავებული ქალებისთვის, რომლებმაც სამსახურში წასვლაც უნდა მოასწრონ, ბავშვებთან თამაშიც და კულინარიული კუთხითაც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

ჩვენი რეცეპტი, ნამდვილი სასწაულია, რომელიც სახლში გამოცხობას დიდ სიამოვნებად აქცევს! არანაირი ფქვილი, საფუარი და ცომი საერთოდ – შიგთავსი ლავაშში ლამაზად შეახვიეთ და გამოსაცხობად ღუმელში შედგით. სიტყვაზე, ამ ღევზელში იდეალური არის ყველაფერი: გემრიელი შესახედაობა, წვნიანი გემო, სასაცილო ფასი და მომზადების დრო.

ღუმელში გამომცხვარი ლავაშის ღვეზელის რეცეპტი წვნიანი და ნოყიერი გამოდის. ის წარმოუდგენლად მარტივი მოსამზადებელია და სტუმრებს აუცილებლად თავს შეაყვარებს, ხოლო ქმარი და ბავშვები მის კვლავ გამოცხობას შეგეხვეწებიან. შევუდგეთ?

ლავაშის ღვეზელი

ინგრედიენტები

  • 3 სომხური ლავაშის თხელი ფენა
  • 800 გრ ნებისმიერი ფარსი
  • 300 გრ მყარი ყველი
  • 2 კვერცხი
  • 150 მლ ნაღები 20%-ით ცხიმით
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ფარში მცენარეულ ზეთში შეწვით, სანამ მზად არ იქნება.

2.ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ღრმა თასში კვერცხი და ნაღები ათქვიფეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.

3.ლავაშის ფენა მაგიდაზე გაფინეთ, მასში მცირე რაოდენობით მზა ფარში დაუმატეთ, ყველი მოაყარეთ და რულეტი დაახვიეთ. რულეტი ლოკოკონას მსგავსად დაახვიეთ და საცხობი ფორმის ცენტრში მოათავსეთ.

4.დარჩენილ ლავაშის ფენებზეც იგივე გაიმეორეთ.

5.უკვე მზა ლავაშის რულეტებს კვერცხის ნარევი დაასხით და დარჩენილი ყველი მოაყარეთ.

6.გემრიელი ღვეზელი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით გამოაცხვეთ. თუ გსურთ, რომ ღვეზელის ზედაპირი უფრო წვნიანი გამოვიდეს, ზედა ფენაზე წვრილად დაჭრილი პომიდორი დააწყვეთ, ყველი მოაყარეთ და შემდგომ შედგით გამოსაცხობად. ლავაშის ღვეზელი ფარშით მზად არის. გემრიელად მიირთვით.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!