როგორ მოვამზადოთ ტარტალეტკები ტოსტის პურისგან

1514
tartlets with zuccini, leek and cheese on rustic background

ტარტალეტკები – საუკეთესო ფუძეს წაროადგენს ნებისმიერი შიგთავსისთვის. ის შეგიძლიათ ცხელი კერძებისთვისაც გამოიყენოთ.

როგორ მოვამზადოთ ტარტალეტკები

ტარტალეტკებისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი შიგთავსი. დედაჩემს ტარტალეტკებისთვის ძალიან უყვარს ჟულიენის მომზადება. გამოდის ძალიან წვნიანი და გემრიელი. ხრაშუნა ტარტალეტკა ქმნის საოცარ გემოს.

მათი შეძენა მაღაზიებშიც შეგიძლიათ, მაგრამ მათი მომზადება სახლის პირობებშიც უმარტივესია.

ტრადიციულად ტარტალეტკებს მკვრივი ცომისგან ამზადებენ, ამისათვის დაგჭირდებათ ფქვილი, კარაქი და წყალი. სამწუხაროდ ამ ხერხით მომზადებას სჭირდება ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა. დღეს ჩვენ გამარტივებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • ტოსტის პური
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.პურისგან ამოჭერით ორცხობილის ფორმები. გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ფორმები.

2.წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და გააბრტყელეთ.

3.მიღებული პური მოათავსეთ ჩაღრმავებულ ფორმებში. ამისათვის გამოგადგებათ მაფინის ფორმები.

4.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 7 წუთი.

მიღებული ტარტალეტკები შეგიძლიათ ამოავსოთ თევზის და ნაღების ყველის შიგთავსით. მისი მომაზდება მარტივია: ჩანგლით დაჭყლიტეთ ყველი, დაუმატეთ ტუნა, ლიმონის წვენი და უკროპი.

რათქმაუნდა შიგთავსი უნდა შეარჩოთ თქვენი გემოვნებით, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტებს, რომლებიც ძალიან უხდება სადღესასწაულო სუფრას.

შიგთავსები ტარტალეტკისთვის

  1. თევზი, ხიზილალა და ხაჭო
  2. ავოკადო და წითელი თევზი
  3. მდნარი ყველი და ნაღები
  4. ხიზილალა და ნაღების ყველი
  5. ანანასი და კრაბის ჩხირები
  6. კრევეტი, იკრა და ხაჭო
  7. ჭარხალი და ქაშაყი
  8. წითელი თევზი, ყევლი და კიტრი

როგორც ხედავთ ტარტალეტკების სახლში მომზადება უმარტივესია. აირჩიეთ შიგთასვი და მოამზადეთ თამამად.

მოამზადეთ და ისიამოვენთ. გემრიელად მიირთვით!