როგორ მოვამზადოთ სწრაფი მომზადების სუპისგან უგემრიელესი დონატები

384

ფიქრობთ, რომ თქვენი გაოცება რთულია? მაშინ ეს რეცეპტი ბოლომდე ჩაიკითხეთ. დღეს ჩვენ ვამზადებთ უგმრიელეს დონატებს და იცით რა არის მთავარი ინგრედიენტი? – ვერმიშელი “მივინა” (ან მსგავსი პროდუქტი).

მე თავად გასინჯული მაქვს ეს დესერტი, მაგრამ ვერასოდეს მივხვდებოდიმის შემადგენლობას. ძალიან მომინდა საკუთარი ხელით მომემზადებინა, მოდით ვცადოთ ერთად!

აიღეთ “მივინა”, “როლტონი” ან სხვა ნებისმიერი ვერმიშელი. ორიგინალურ რეცეპტში სანელებლები არ არის გამოყენებული, მაგრამ ეს უკვე გემოვნების საკითხია.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი “მივინა”
  • 500გ წყალი
  • 2 შეკვრა მშრალი საფუარი (24გ)
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 50გ მცენარეული ზეთი + შესაწვავად
  • 5 ჭიქა ხორბლის ფქვილი

მომზადება

1.ვერმიშელი “მივინა” დაფხვენით.

2.დაასხით წყალი და დაელოდეთ მის მოზმადებას.

3.დაუმატეთ საფუარი,მარილი, შაქარი, ზეთი და 4 სუფრის კოვზი ფქვილი. მოურიეთ, ცომი დატოვეთ თბილ ადგილას 15 წუთი.

4.ხელით დაამუშავეთ ცომი, ბევრი ფქვილის გამოყენება არ არის საჭირო. თქვენ უნდა მიიღოთ ნაზი ცომი.

5.ჭიქის მეშვეობით ამოჭერით დონატები, შეწვით ზეთში.

6.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!