როგორ მოვამზადოთ სომხური კერძი “არისი” ხორბლისა და ქათმისგან

1295

არისა – არისყველა სახის მარცვლეულისგან დამზადებული ფაფა და იგი სომხური სამზარეულოს ეროვნული კერძი გახლავთ, რომლისთვისაც ერთ მაგიდასთან იკრიბება ყველა მეგობარი ან ნათესავი.

სომხეთში ამ კერძს ამზადებენ ძავარისგან – გარჩეული ხორბლის  ფაფისგან, რომელიც თავდაპირველად ცოტა ხნით იხარშება, შემდეგ კი მას აშრობენ. ჩვენ კი მას ჩვეულებრივი ხორბლის მარცვლეულით ჩავანაცვლებთ.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა

ინგრედიენტები

  • 600 გრ ქათამი
  • 200 გრ ხორბლის მარცვალი
  • 1 ც ხახვი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. დარიჩინი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ქათამი და კანი გადააძვრეთ, დაჭერით დიდი ზომის ნაჭრებად და ქვაბში ჩაალაგეთ. მარცვლეულიც გარეცხეთ და ქვაბში ჩაყარეთ. დაასხით დაახლოებით 400 მლ წყალი.

2. დაადგით ქვაბი ცეცხლზე, აადუღეთ, მარილი მოაყარეთ, მინიმუმამდე შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე და მოხარშეთ ქათამი და მარცვლეული 2,5-3 საათის განმავლობაში.

3. 3 საათის შემდეგ ქათამი ქვაბიდან ამოიღეთ და ძვლებისგან დააცალკევეთ. შემდეგ კი კვლავ ქვაბში მოათავსეთ, მოხარშეთ, მუდმივად მოურიეთ. როდესაც ფაფა არისა გახდება ბლანტი, გამორთეთ ცეცხლი, გააჩერეთ ფაფა 10 წუთით, თავდახურულ ქვაბში. ბოლოს დაუმატეთ კარაქი და მიირთვით კერძი.

გემრიელად მიირთვით!