როგორ მოვამზადოთ პომიდორი ღუმელში, ფარშის შიგთავსით

1864

ფარშით სავსე ბოსტნეული წასახემსია, რბილად რომ ვთქვათ, მოყვარულთათვის. ფარშით სავსე პომიდვრები ძალიან მარტივად მზადდება. არომატული პომიდორი წვნიანი შიგთავსითა და ყველის ხრაშუნა ქერქით ოჯახის ნებისმიერ წევრს მოეწონება.

ფარშით სავსე პომიდვრები ღუმელში

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ღუმელში მომზადებული პომიდვრების რეცეპტს ხორცისა და სოკოს ფარშის შიგთავსით. შიგთავსი უბრალო, მაგრამ ძალიან გემრიელი და არატრადიციულია. მის მომზადებას კი სულ რაღაც 25 წუთი სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 8-10 ც პომიდორი
  • 500 გრ უცხიმო ხორცის ფარში
  • 100 გრ სოკო
  • 1 ც დიდი ზომის ხახვი
  • 80 გრ მაგარი ყველი
  • 1 კონა ქინძი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. დაჭრილი პიტნა
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ხახვი და სოკო დაჭერით კუბებად და შეწვით მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ ფარში და შეწვით კიდევ 2-3 წუთით.

2. სანამ ფარში ცივდება, მოამზადეთ პომიდორი.

3. მოაჭერით პომიდორს “ქუდები” და ჩაის კოვზით მოაშორეთ რბილობი, მაგრამ ნუ გადაყრით, იგი თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ.

4. წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი, დაუმატეთ ფარში დარიჩინთან და პიტნასთან ერთად. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

5. გაავსეთ პომიდვრები შიგთავსით. თითოეულს ზემოდან ცოტაოდენი გახეხილი ყველი მოაყარეთ.

6. მჭიდროდ დაალაგეთ პომიდვრები საცხობ ფორმაში. ზემოდან მოასხით პომიდვრის რბილობი, რომელიც შეინახეთ.

7. გამოაცხვეთ პომიდვრები 190 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!