როგორ მოვამზადოთ ორ ფენიანი ომლეტი ყველით

1403

საუზმეზე კვერცხი საუკეთესო ვარიანტია, რადგან ის მდიდარია ცილებითა და ვიტამინებით. მისგან მომზადებული კერძები კი დიდი პოპულარობით სარგებლობენ, განსაკუთრებით კი ისინი რომლებიც მარტივი მოსამზადებელია.

დღეს, ჩვენ გაგიზიარებთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც მოამზადებთ უგემრიელეს საუზმეს სულ რაღაც 5 წუთში. შედეგი კი მერწმუნეთ გაგაოცებთ.

ომლეტი ყველით

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 5-6 ცალი მყარი ყველის ნაჭერი
  • 4ც ოხრახუშის ყლორტი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზაეთი

მომზადება:

1. დაჭერით ყველი და მწვანილი.

2. დააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა, მწვანილს აურიეთ  ცილა და კარგად ამოურიეთ.

3. კვერცხის გულს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მსუბუქად მოურიეთ.

4. კვერცხის გული დაასხით ცხელ, ზეთიან ტაფაზე. როდესაც კვერცხის ბლინი კარგად შეიწვება, მის კუთხეში დაალაგეთ ყველი და დაახვიეთ რულეტის მსგავსად.

5.ამის შემდეგ ომლეტის რულეტი გადააცურეთ ტაფის კუთხეში და მოასხით მწვანილისა და ცილის ნარევი.

6. როდესაც ცილა მომზადდება, დაახვიეთ კვერცხის გულისაგან დამზადებული  ომლეტის გარშემო რულეტის სახით.

7. ორ ფენიანი უგემრიელესი ომლეტიც მზადაა. გემრიელად მიირთვით.

დღის დასაწყისში კვერცხის მიღება ძალიან სასარგებლოა ის გვეხმარება, ფიზიკური და გონებრივი აქტივობის დიდხანს შენარჩუნებაში. მაგრამ კვერცხის ჭამა ყოველდღიურად არ არის რეკომენდირებული. კვერცხისაგან შეგიძლიათ მოამზადოთ უამრავი საოცარი კერძი.