როგორ მოვამზადოთ მოცარელა სახლის პირობებში

1859

ყველას გვიყვარს პიცა, ნამდვილი იტალიური პიცის მთავარი ინგრედიენტი ყველის ერთერთი სახეობა მოცარელაა.

ხშირად არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიყიდოთ ყველაზე გემრიელი და ამავდროულად საკმაოდ ძვირადღირებული ყველი-მოცარელა. მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია, რათქმაუნდა თუ გავითვალისწინებთ იტალიელი ყველის მწარმოებლების რჩევებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: სულ რაღაც 1,5 საათი, რძე, ლიმონის მჟავა და რძის შემადედებელი ფერმენტი, რომელიც ძალიან იაფი ღირს.

მოცარელა სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 3ლ რძე
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონ მჟავა
  • რძის შემადედებელი ფერმენტი

მარილწყალი#1

  • 1,5ლ წყალი
  • 1,5 სუფრის კოვზი მარილი

მარილწყალი#2

  • 1ლ წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონ მჟავა
  • 1მგ კალციუმის ქლორიდი

მარილწყალი#3

  • 1ლ წყალი
  • 1,5 სუფრის კოვზი მარილი
  • 1მგ კალციუმის ქლორიდი

თქვენ დაგჭირდებათ

  • კვებისათვის განკუთვნილი თერმომეტრი
  • ქვაბები
  • მარლა
  • რამოდენიმე კონტეინერი

მომზადება

1.გახსენით 1 ჩაის კოვზი ლიმონ მჟავა წყალში. გაზავებულ ლიმონ მჟავაში დაამატეთ რძე. მოურიეთ.

2.რძე ჩაასხით სქელ ძირიან ქვაბში და გააცხელეთ 32 გრადუსამდე.

3 წყალში გაალღვეთ შემადიდებელი ფერმენტი. დაელოდეთ, 10 წუთის შემდეგ კი ჩაასხით 32 გრადუსზე ადუღებულ რძეში.

4.გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში, რათა შესქელდეს მთლიანი მასა

5. 10 წუთის შემდეგ შესქელებული მასა დაჭერით ვერტიკალურად და ჰორიზანტალურად. ამის შემდეგ დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

6.10 წუთის შემდეგ შესქელებული მასა კვლავ დაჭერით დიაგონალურად, დაბალ ცეცხლზე მოურიეთ. ტემპერატურა აიყვანეთ 42 გრადუსამზე ამისათვის დაგჭირდებათ დაახლოებით 15 წუთი, ამ დროის განმავლობაში უწყვეტად ურიეთ.

7.საჭირო ტემპერატურამდე ასვლის შემდეგ აუწიეთ ცეცხლს.

8.ქვაბში მოათავსეთ საწური, მასზე გაფინეთ მარლა. ჭიქით მოაგროვეთ შესქელებული მასა და დაიწყეთ მისი გამოწურვა.საბოლოოდ საწურში დარჩება ყველის მარილი. დააცადეთ სითხეს დაიწრიტოს და დაიწყეთ ყველის გაწელვა.

9.მარილწყალი#1 გააცხელეთ ბუშტუკების წარმოქმნამდე. 4-5 სანტიმეტრის სისქეზე გრძლად დაჭერით ყველი. აიღეთ 2-3 ნაჭერი და ამოავლეთ გაცხელებულ მარილწყალში. ყველი დაიწყებს დარბილებას. იმისათვის, რომ მიიღოთ საჭირო კონსესტენცია ყველი გაწელეთ დაახლოებით 10 ჯერ.

10.შექმენით ბურთულები, თითების მეშვეობით. მზა ბურთულა დაატრიალეთ და ჩაუშვით გაგრილებულ მარილწყალ#2-ში. დაელოდეთ 30 წუთი.

11.გადაალაგეთ ყველი მარილწყალ #3-ში. დაელოდეთ 3 საათი.

12.და უგემრიელესი მოცარელაც მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ყველის სახლის პირობებში მომზადება სულაც არაა რთული. მთავარია, გამოიყენოთ სახლის რძე. მაღაზიის რძით მომზადების შემთხვევაში თქვენ ტყუილად დაკარგავთ დროს.