როგორ მოვამზადოთ ლაფშა

3339

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაკარონზე, წარმოვიდგენთ მოხარშული ცომის კერძებს, მაქსიმუმ – მაკარონის სოუსთან ერთად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლაფშაზე ყველაფერი ოდნავ რთულადაა, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია ლაგმანის ან რამენის წარმოდგენა. ლაფშა – უფრო სუფების ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომაცაა ის ასეთი განსხვავებული. ნაყიდი ნახევარფაბრიკატები ვერასოდეს ვერ შეედრებიან სახლში მომზადებულ ლაფშას.

ნამდვილი ლაფშის ცომი შეიცავს, მხოლოდ კვერცხს და ფქვილს, ამიტომაც თუ კერძი შედგება მხოლოდ 2 ინგრედიენტისაგან, რატომ არ უნდა მოამზადოთ თქვენით. მისი მოზადება ძლაინ მარტივია, ხოლო ახლად მომზადებულს საოცარი გემო აქვს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ლაფშის მომზადების რეცეპტს უთოს დახმარებით!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 110გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.კვერცხი ათქვიფეთ მარილთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ მჭიდრო და მკვრივი ცომი.

2.გააბრტყელეთ ცომი თხელ ფენად. როგორც ადრე ამბობდენ, ისეთი თხელი უნდა იყოს, რომ მისგან წიგნის წაკითხვაც კი შეიძლებოდესო.

3.ცომს დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, ზედაპირს არ მოაყაროთ ფქვილი, გააუთოვეთ ისე, რომ კარგად გამოშრეს, მაგრამ მისი დახვევა შესაძლებელი იყოს.

4.ცომი დააახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით წვრილ ზოლებად. თქვენ შეგიძლიათ ცომი დაჭრათ რამდენიმე ოთხკუთხედათ და მარტივად მიიღოთ ტოლი ზომის ზოლები.

სტანდარტულად ცომი დაუთოების შემდეგ უნდა დამუშავდეს ფქვილით, მაგრამ ფქვილი ბულიონს აძლევს ძალიან მუქ ფერს. სწორედაც, რომ გამჭირვალეობის შესანარჩუნებლად გვჭირდება უთო: ასე ცომი იქნება საკმარისად გამომშრალი იმისათვის, რომ არ მიგეკროთ ხელზე. ლაფშის ზომა შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 1,5 სანტიმეტრს, ხოლო სიგანე კი 1 სანტიმეტრს. მის წინასწარ მოსამზადებლად რეკომენდირებულია გაშრობა და ქილაში შენახვა, მაგრამ ჩვენ გირჩევთ მოამზადოთ ნაწილ-ნაწილ ბულიონის დამატებამდე.