როგორ მოვამზადოთ ლაბა (ხალადეცი) სადღესასწაულოდ დიდი რაოდენობით

2480
Homemade jelly meat with mustard and horseradish on the table. Holodets

ზოგ ოჯახში ლაბას დღესასწაულის განუყრელ ნაწილად თვლიან. მაგრამ მისი მომზადება, რადგან მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას ხშირად თავს იკავებენ მისგან.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ლაბის რეცეპტს, რომელიც არის ძალიან ბიუჯეტური და მარტივი. თუ თქვენ ჩემს მსგავსად ამ კერძის მოყვარული ხართ და მისი მზადებისას, რაოდენობით ძალიან ბევრი გამოგდით, არ ინერვიულოთ ჩვენ გასწავლით ამ შემთხვევაში მოქცევასაც.

გემრიელი ლაბი

ინგრედიენტები

  • 2კგ ხორცი
  • 3ლ წყალი
  • 1 დიდი ზომის სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ამ კერძისთვის უმჯობესია აიღოთ ღორის და ძროხის ბარძაყი სახსრებითურთ, რათა მიიღოთ სასურველი რაოდენობის ჟელატინი და არ მოგიხდეთ მისი ხელოვნურად დამატება. ასევე შრგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ფეხები და კისერი. მთელი ხორცი აუცილებელია ჩაალბოთ 3 სააათით.

2.ჩალბობის შემდეგ მოხარშეთ ხორცი 5 წუთით, გადაასხით პირველი ბულიონი, კარგად გარეცხეთ ხორციც და ქვაბიც.

3.ხორცს დაასხით სუფთა წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე. წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 5 საათი.

4.მითითებული დროის გასვლის შემდეგ დაუმატეთ ხახვი, სტაფილო, სანელებლები. მოხარშეთ კიდევ 2 საათი.

5.ახლა კი გამოხავით ხოეცი, დაჭერით. მარლის დახმარებით გამოწურეთ ბულიონი. დაუმატეთ ხორცი, წამოადუღეთ და დაელოდეთ მის გაგრილებას.

6.ხორციდან შეგიძლიათ გამოყოთ ჟელე და გამოიყენოთ სხვა კერძებშ, როგორიცაა შემწვარი კარტოფილი, რადგან ამჟელეში შემწვარი ძალიან გემრიელი გამოდის.

7.მიღებული ლაბა დაჭერით ნაჭრებად. ნაწილი შეფუთეთ და შეინახეთ საყინულეში.

8.ლაბის ის ნაწილი, რომელის მირთმევასაც აპირებთ მოათავსეთ ქვაბში და წამოადუღეთ 1 წუთით, ამის შემდეგ მოათავსეთ ჭურჭელში. არ დაგავიწყდეთ მდოგვის და სანელებლების დამატება გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!

ეს მეთოდი ძალიან გამოგადგებათ ლაბის დიდი რაოდენობით მომზადებისას. ეს არის ძალიან კომფორტული ვარიანტი, რადგან სტუმრების მოსვლისას არ მოგიწევთ 6-7 საათი გასქურასთან დგომა. საჭიროა მხოლოდ გალღობა, წამოდუღება და მზად არის.