როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს კოტლეტები

1242

დიეტოლოგებმა მრავალი ტესტის ჩატარების შედეგად დაამსხვრიეს მითი, რომ ვეგეტარიანელები არ ღებულობენ საკმარის ვიტამინებს. აღმოჩნდა, რომ ისინი ორგანიზმისთვის იღებენ ყველა საჭირო ვიტამინს ბოსტნეულისგან, ხილისა და დაფქული მარცვლეულისგან.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ სასარგებლო კოტლეტის რეცეპტს, რომელიც კომბოსტოსგან მზადდება.

გემრიელი კომბოსტოს კოტლეტის რეცეპტი 

კომბოსტოს კოტლეტის ჭამა დიეტის დროსაც შეგიძლიათ, რადგან იგი დაბალკალორიულია და მათ მოსამზადებლად მხოლოდ ნახევარი საათია საჭირო.

ინგრედიენტები

  • 1 კგ კომბოსტო
  • 1 ც ხახვი
  • 100 გრ მანის ფხვნილი
  • 100 გრ ფქვილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 მუჭა კამა
  • 2 ს.კ. გახუხული პურის ნამცეცი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. მოხარშეთ კომბოსტო და გაჭერით 4 ნაწილად. უმჯობესია გამოიყენოთ ახალი კომბოსტო, ის უფრო რბილი და გემრიელია.

2. დაუმატეთ წყალი და მოხარშეთ კომბოსტო 10 წუთის განმავლობაში.

3. კობოსტო გაატარეთ ხორცის საკეპში ან დააქუცმაცეთ ბლენდერში, შემდეგ კი გაწურეთ.

4. გარეცხეთ და დაჭერით კამა, ხახვი და ნიორი.

5. დაუმატეთ კამა, ხახვი და ნიორი კომბოსტოს. მოაყარეთ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ კომბოსტოს ფარშს.

6. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მანის ფხვნილი, ფრთხილად აურიეთ ყველა ინგრედიენტი. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მანის ფხვნილი. გააჩერეთ ფარში 10 წუთით, რომ მანი კარგად გაღვივდეს.

7. ფარშისგან მოამზადეთ მცირე ზომის კოტლეტები და ამოავლეთ გახუხული პურის ნამცეცებში.

8. კომბოსტოს კოტლეტები შეწვით მცენარეულ ზეთში.

გემრიელად მიირთვით!