როგორ მოვამზადოთ კიტრის მწნილი ვაზის ფოთლებთან ერთად

1343

მართალია, ზამთრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ზაფხული იდეალური დროა კონსერვების მოსამზადებლად. დღეს ჩვენ გასწავლით კიტრის მწნილის მომზადების უჩვეულო მეთოდს.

როგორ მოვამზადოთ კიტრის მწნილი

კიტრის მწნილის მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ჩვენთვის გამორჩეული კი ვაზისს ფოთოლთან ერთად მომზადებული მწნილია. რომლის რეცეპტსაც სწორედ ახლა გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • კიტრი
  • ვაზის ფოთლები
  • 3 ლ წყალი
  • 50 გრ მარილი
  • 50 გრ შაქარი
  • ნიორი და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი 

1. კარგად გარეცხეთ კიტრი და ვაზის ფოთლები. კიტრს მოაჭერით ბოლოები და ჩაყარეთ მდუღარე წყალში.

2. რამდენიმე წუთის შემდეგ გარეცხეთ კიტრი ცივ წყალში და გაახვიეთ ვაზის ფოთლებში.

3. ქილის ფსკერზე მოათავსეთ ნიორი და შემდეგ დაალაგეთ ვაზის ფოთლებში გახვეული კიტრი.

4. მდუღარე წყალში ჩაყარეთ მარილი და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი ქილაში მოთავსებულ კიტრებს და 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ. კვლავ მოადუღეთ წყალი, დაასხით კიტრს და გადაწურეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ 4-ჯერ. საბოლოოდ გადაწურეთ წყალი და მოხუფეთ ქილები.

5. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ძმარი, თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ კიტრი არ გაფუჭდება.

კიტრის მწნილი ზამთრისთვის მზადაა!