როგორ მოვამზადოთ კენკრის ნალივკა “საშობაო” შინაურ პირობებში

3045

კარპატული საშობაო ნალივკა დასავლეთ უკრაინის ტრადიციული სასმელია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს სასმელი 6 თვეზე მეტ ხანს მზადდება. ნუ შეგეშინდებათ, საამისოდ მთელი დღეები გაზქურასთან ტრიალი საჭირო არ არის. უბრალოდ, დროდადრო ახალი ინგრედიენტები უნდა დაუმატოთ ჭურჭელში. შედეგად კი საშობაოდ დიასახლისებს 10-12 ლიტრი შესანიშნავი სასმელი გამოსდით.

კარპატული ნალივკა ივნისიდან დეკემბრამდე მზადდება. სიმაგრით არაყს ჰგავს, გემოთი ლიქიორს, სურნელით კი მოლდოვურ ღვინოს. რეცეპტი ძალიან მარტივია, მომზადების ფორმულას კი სწორად უნდა მიჰყვეთ.

ინგრედიენტები

  • 1 ჭ მარწყვი
  • 1 ჭ შაქარი
  • 1 ჭ სპირტი

მომზადება

1. გარეცხეთ და მოაცილეთ ყუნწები მარწვს. ჩაყარეთ შუშის ქილაში, დააყარეთ შაქარი, დაასხით სპირტი.

2. მოხუფეთ ქილა, დადგით ბნელ და ცივ ადგილას. პერიოდულად დაუმატეთ სეზონური ხილი პროპორციებით 1:1.

3. ნაყენი საშობაოდ მზად იქნება.

ამ რეცეპტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი დიასახლისი თავის უნიკალურ სასმელს იღებს. ტრადიციული ნაყენი მზადდება ნებისმიერი კენკრისგან და ხილისგან: ჟოლო, ალუბალი, ყურძენი და ა.შ. დაიცავით პროპორციები, გემოებმა ერთმანეთი რომ არ დაახშოს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!