როგორ მოვამზადოთ ვარდის ფურცლებისგან უგემრიელესი ჯემი

2553

როგორი სასიამოვნო, როდესაც საჩუქრად ულამაზესი წითელი ვარდების უზარმაზარ თაიგულს მიიღებთ. დატკბებით მისი არაჩვეულებრივი სურნელით, მაგრამ ეს ხომ დროებითია, სამწუხაროდ ვარდები რამდენიმე დღეში დაჭკნება და მათი გადაყრა მოგიწევთ.

ვარდისგან მიიღეთ უფრო დიდი სიამოვნება და მეტი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, თუ მისგან მურაბას  მოამზადებთ.

ჯემი ვარდის ფურცლებისგან

ვარდი უბრალოდ ლამაზი ყვავილი არ არის, მასში არის B, C, PP ვიტამინები და კაროტინი. ასევე, ვარდის ფურცლები შეიცავს იოდს, მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, კალციუმსა და სელენს. ვარდის ზეთი კანის დაბერებას ებრძვის, კლავს ბაქტერიებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

თერმული დამუშავების შედეგად სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი ორთქლდება, მაგრამ ამ ულამაზესი ყვავილისგან მომზადებული ჯემი დაგატკბობთ მისი დელიკატური გემოთი და შესანიშნავი არომატით. ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჯემი ვარდის ფურცლებისგან ერთ საათში.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ვარდის ფურცელი
  • 3 ლ წყალი
  • 3 კგ შაქარი
  • 1 ც ლიმონი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის მჟავა

მომზადების წესი

1. გარეცხეთ და გააშრეთ ვარდი.

2. ამოჭერით ვარდის შუაგული და მისი ფურცლები გაჭერით შუაზე.

3. ვარდის ფურცლები ჩაყარეთ ღრმა ქვაბში და დაასხით გაფილტრული წყალი, მოდუღების შემდეგ ადუღეთ დამატებით 5 წუთი.

4. ქვაბიდან ამოიღეთ ვარდის ფურცლები, მაგრამ არ გადაყაროთ.

5. ვარდის ფურცლების ნახარშს დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.

6. გამოწურეთ წვენი ლიმონისგან და დაუმატეთ ჯემს.

7.  ჩაყარეთ ლიმონის მჟავა და ვარდის ფურცლები ჯემში  და კარგად მოურიეთ.

8. წამოადუღეთ ჯემი, ამის შემდეგ, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 20 წუთი და პერიოდულად მოურიეთ.

9. უკვე მზა ჯემი   ჩაასხით სტერილურ ქილებში.

გემრიელად მიირთვით!