როგორ მოვამზადოთ დესერტის შიგთავსი ყაყაჩოსგან

931

ისეთი შიგთავსის მომზადება, რომელიც შეესაბამება როგორც ტკბილ, ასევე მარილიან ღვეზელებს თუ რულეტებს, არც ისეთი რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მომზადების ხრიკები იცი.

ყაყაჩოსგან დამზადებული შიგთავსი რულეტისთვის რამდენიმე წუთში მზადდება, მთავარია არაფერი შეგეშალოთ მისი მომზადების პროცესში, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გემრიელი და არომატული იქნება რულეტი.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ უნივერსალური, მარტივი და წვნიანი შიგთავსი ყაყაჩოსგან 15 წუთში.

ინგრედიენტები

  • 100 გრ ყაყაჩოს თესლი
  • 130 გრ ჰალვა

მომზადების წესი

1. დაასხით მდუღარე წყალი ყაყაჩოს ისე, რომ იგი 2-3 სმ-ით დაიფაროს.

2. როდესაც წყალი და ყაყაჩო ადუღდება, დამატებით 10 წუთი კიდევ ადუღეთ. ეს პროცედურა აუცილებელია, რათა ყაყაჩო კარგად მოიხარშოს და გახდეს რბილი და წვნიანი.

3. გადადუღებული ყაყაჩო გაფილტრეთ წყლისგან საწურის მეშვეობით.

4. ბლენდერის მეშვეობით შეურიეთ ყაყაჩო და ჰალვა ერთმანეთს.

5. კარგად აურიეთ ბლენდერით ყაყაჩოს შიგთავსი და გამოიყენეთ ფუნთუშაში ან შტრუდელში.

ყაყაჩოსა და ჰალვისგან დამზადებული შიგთავსი ძალიან ტკბილი და გემრიელია. თუ გსურთ, რომ შიგთავსი უფრო მრავალფეროვანი იყოს, შეიძინეთ ჰალვა მიწისთხილით ან ქიშმიშით. შიგთავსში ასევე შეგიძლიათ გამომშრალი ხილის დამტება, დაასხით მათ მდუღარე წყალი და რამდენიმე წამში გადაიტანეთ ხილი ქაღალდის ხელსახოცზე, შემდეგ კი შეურიეთ წვნიან ყაყაჩოს.