როგორ მოვამზადოთ გოგრის ნამცხვარი ხაჭოს კრემით

1354

იშვიათად გვხვდება ბოსტნეული, რომელსაც იყენებენ ნოყიერი კერძებისა და დესერტების მოსამზადებლად. გოგრა – ერთერთი მათგანია. მისი გული შეიცავს მსუბუქ, არაჩვეულებრივ სიტკბოს, რომელსაც მზარეულბი აერთებენ ხორცთანაც და ნაღებთანაც. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ექსპერიმენტს ტკბილი გოგრის მონაწილეობით.

მთელი ყურადღება მოპყრობილია გოგრის რულეტზე! რბილი ბისკვიტი გოგრის პიურესაგან მზადდება მინიმალური რაიდენობათ ფქვილით. ჩვენ კრემის მოსამზადებლად ვიყენებთ ხაჭოს, მაგრამ ასევე გამოდგება ნაღების ყველი. წარმოიდგინეთ რა ფაფუკი გამოვა ეს შემოდგომის დესერტი. ეს ნამცხვარი ძალიან უხდება ჰელუინის დღესასწაულზე გაშლილ სუფრას.

ინგრედიენტები

  • გოგრა 150გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 350გ
  • შაქრის ფხვნილი 140გ
  • ნიგოზი 80გ
  • კარაქი 90გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 120გ
  • ხაჭო 150გ
  • წყალი 150მლ

მომზადება

1.30გ გამდნარი კარაქი ათქვიფეთ კვერცხთან და 150გ შაქართან ერთად. დაუმატეთ მარილ დამატებული გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი, თხელი მასის მისაღებად კარგად ათქვიფეთ.

2.გოგრა აქციეთ ფაფად და დაუმატეთ ცომს, კარგად ათქვიფეთ. ცომის მასა მოათავსეთ კარაქით დამუშავებულ საცხობ ქაღალზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

3.როდესაც ბისკვიტი მომზადდება, ღუმელიდან გამოიტანეთ, გააგრილეთ და დაახვიეთ ქაღალდთან ერთად რულეტის მსგავსად. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.

4.მოვამზადოთ კრემი: ნაღების ყველს დაუმატეთ 60გ კარაქი და შაქრის ფხვნილი ერთგვაროვანი კრემის მისაღებად. დაუმატეთ დაფქული ნიგოზი და კარგად მოურიეთ.

5.გახსენით ბისკვიტი და წაუსვით კრემი. შემდეგ ისევ მიეცით რულეტის ფორმა, შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით. ამასობაში მოამზადეთ თეთრი მინანქარი.

6.ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ 200გ შაქარი. ქვაბის კედლებს წაუსვით კარაქი, რათა სიროფი არ მიიწვას და გააჩერეთ ის ცეცხლზე10 წუთის განმავლობაშ. დაუმატეთ ძმარი, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ 30მლ წყლის ჩამატებით, რათა არ წარმოიქმნას ქაფი.

7.მინანქარი ათქვიფეთ მის გათეთრებამდე. როდესაც მინანქარი გამზადდება მოასხით რულეტს და სიამაყით გაუმასპინძლდით სტუმრებს.

როგორც ხედავთ გოგრა მხოლოდ ნამცხვრებით არ შემოიფარგლება, ეს ბოსტნრული ბრწყინვალედ ეწყობა უმეტესობა ინგრედიენტებს. ამ რეცეპტში გამოყენებულია თეთრი მინანქარი, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ შოკოლადით ან ნებისმიერი სხვა ტკბილეულით, ხოლო ცხიმიანი ნაღები შაქრის გარეშე ან ჩვეულებრივი ნაყინით, რომელიც ძალიან მოუხდება ამ დესერტს. გემრიელად მიირთვით!