როგორ მოვამზადოთ ბავშვების საყვარელი ფაფუკი ფუნთუშები – აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი!

740

ფუნთუშები მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საკონდიტრო ნაწარმია. ეს ფაფუკი დესერტი ძალიან უყვართ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს.

ამერიკაში ივნისის პირველ კვორა დღეს აღნიშნავენ ფუნთუშების საერთაშორისო დღედ. ამ დღესასწაულის აღნიშვნის იდეა, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს ეკუთვნის. ეს დღესასწაული 1938 წლიდან აღინიშნება, იმ მოხალისეების საპატივცემულოდ, რომლიბიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებზე ყიდიდნენ ფუნთუშებს. ამ დღის საპატივცემულოდ, ამერიკაში საკონდიტროები უფასოდ უმასპინძლდებიან სტუმრებს ფუნთუშებით.

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 125გ კარაქი ან მარგარინი
  • 2 კვერცხი
  • 75გ შაქარი
  • 11გ მშრალი საფუარი
  • 600გ ფქვილი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • ვანილი
  • 0,5 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება

1.რძეს დაუმატეთ წყალი და გააცხელეთ.

2.რძეში გახსენით საფუარი. დაუმატეთ შაქარი.

3.მოურიეთ და დაელოდეთ მის გააქტიურებას.

4.დაუმატეთ კვერცხი, კარაქი, მარილი, ვანილი და ათქვიფეთ.

5.დაუმატეთ ფქვილი ნელ-ნელა, მოურიეთ კოვზით. ცომი გადაიტანეთ მაგიდაზე და მოზილეთ ცომი. თქვენ უნდა მიიღოთ ძალიან ფაფუკი ცომი.

6.ცომს გადააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში 1,5 საათი. ამასობაში ცომი უნდა ამოფუვდეს. ჩაზილეთ და ისევ დაელოდეთ მის ამოფუებას.

7.ცომისგან გამოყავით ბურთულები, მოათვსეთ ცხიმიან ზედაპირზე, დააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 20 წუთი.

8.თითოეულ ბურთულას მიეცით ფუნთუშის ფორმა.

9.შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

10.გამომცხვარი ფუნთუშები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ფუნთუშების წარმომავლობის შესახებ უამრავი მოსაზრება არსებობს. ერთის თანახმად, ფუნთუშები დანიის ფლოტის კაპიტანმა ხანსონ გრეგორიმ შექმნა. ის იდგა ხომალდზე და ჭამდა ტკბილ ფუნთუშას. მოულოდნელად ამოვარდა ქარიშხალი, კაპიტანი იძულებული გახდა ორივე ხელით ჩასჭიდებოდა საჭეს.

მან უცებ ვერაფერი მოიფიქრა და მისი ფუნთუშა ხომალდის საჭეს ჩამოანცო. ფუნთუშების ფორმა სწორედ, რომ აქედან იღებს სათავეს.

გემრიელად მიირთვით!