როგორ მოვამზადოთ 3-ჯერ უფრო გემრიელი ტოლმა. ამიერიდან ახლებურად მოვამზადებ

3100

ეს კერძი თქვენს სავახშმოდ გაწყობილ მაგიდას ნამდვილად დაამშვენებს.

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი ხორცის ფარში 250გ
  • საშუალო კომბოსტო
  • ბრინჯი 100გ
  • ხახვი
  • სტაფილო
  • მარილი/წიწაკა/მცენარეული ზეთი
  • 2 პომიდორი
  • ნიორი 3-4 კბილი
  • ყველი 100გ
  • კამა და ოხრახუში
  • არაჟანი საშუალოდ ცხიმიანი 30%
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. პირველ რიგში დაანაწევრეთ კომბოსტო. მარტივ ხერხს გასწავლით: მიკროტალღურში მოათავსეთ კომბოსტო 10 წუთით (900ვატი), ჩაუშვით ცივ წყალში და ფურცლები უმარტივესად დანაწევრდება.
  2. ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი.
  3. დააქუცმაცეთ ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ზეთში ბოსტნეული.
  4. ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, მარილი, მოთუშული ბოსტნეული, წიწაკა და მოურიეთ.
  5. გულსართი გადაახვიეთ კომბოსტოს ფურცლებში და გადაიტანთ ცხიმით დამუშავებულ ფორმაში.
  6. ჩაასხით ცოტა წყალი, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
  7. ამასობაში წვრილად დაჭერით პომიდორი, გახეხეთ ყველი, დააქუცმაცეთ მწვანილი, დაჭყლიტეთ ნიორი. შეაერთეთ ეს ინგრედიენტები, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოურიეთ.
  8. 30 წუთის შემდეგ მოაშორეთ ფოლგა და მოასხით მომზადებული სოუსი. მოამზადეთ ღუმელში დამატებით 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!