როგორ დიასახლისებს უფუჭდებათ ვაშლის ჯემი

316

კენკრის და ხილის ჯემი შეუძლებელია არ გიყვარდეთ. ხსენებაზეც კი წარმომიდგენია მისი არომატი და გემო.

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან ჯემის მომზადების ყველა წესი და ხრიკი. მაგრამ ისინიც ხშირად უშვებენ შეცდომებს. დღეს გადავწყვიტე ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები განვიხილო.

მარწყვის ჯემი

ჯემის მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს, ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს.

ასეთი საქმის კეთებისას პროპორციების გათვალისწინება და ზუსტად დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ დიდი რაოდენობით შეიძინეთ ჯემი და ხილი, ერთდროულად მათ მომზადებას არ გირჩევთ, ჯობია ეტაპობრივად მოამზადოთ. ან 2-3 ქვაბში გადაანაწილოთ. ასე თქვენ ძალიან ხარისხიან პროდუქტს მიიღებთ.

რაში გვჭირდება შაქარი

თუ ხილი თავისთავად ტკბილია ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაგჭირდებათ შაქარი. ეს ინგრედიენტი არამხოლოდ გემოს, არამედ კონსესტენციაზეც ახდენს გავლენას. წყალში გახსნილი შაქარი ხომ სიროფად იქცევა. ის ჯემს მეტად ერთგვაროვან და შეკრულ სახეს აძლევს.

შაქარის გარეშე ჯემი იქნება ძალიან თხელი.

ლიმონის წვენი

კარგ რეცეპტში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ლიმონის წვენი. არ გეგონოთ, რომ ეს ინგრედიენტი ჯემს აამჟავებს. ლიმონის მჟავა აუცილებელია პროდუქტში სიტკბოს დასაბალანსირებლად. ლიმონში შემავალი პექტინი ასქელებს ჯემს.

3 კგ მარწყვზე საჭიროა 1 საშუალო ლიმონი. ცოცხალი ლიმონი ნაყიდი ლიმონმჟავით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. საკმარისი იქნება 5გ.

პექტინი

უამრავ რეცეპტში შეხვდებით პექტინს. ზოგი ამ პროდუქტის გამოყენებას თავს არიდებს. მე ამ აზრს არ ვეთანხმები, რადგან პექტინი აუცილებელი ინგრედიენტია. მის გარეშე იდეალურ ჯემს ვერანაერად ვერ მიიღებთ.

საქმე იმაშია, რომ მარწყვი თვითონ არ შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს ლიმონისგან განსხვავებით. ამიტომ ჩვენ ხელოვნურად გვიწევს ამ ინგრედიენტის დამატება, რათა მივიღოთ იდეალური ფერი, კონსესტენცია და გემო.

ხარშვის დრო

ზოგი დიასახლისი ჯემს ძალიან ცოტახანი ადუღებს, რათა მეტი ვიტამინების შენარჩუნება მოასწროს. ზოგიც კი დიდხანს ტოვებს ცეცხლზე. საქმე იმაშია, რომ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ძალიან ცოტა ხანი ინახება პროდუქტი.

არ არის აუცილებელი გადახარშოთ ჯემი. თქვენ მიიღებთ მუქ არაკონცენტრირებულ მასას, რაც არასასიამოვნოა.

რედაქციისგან

ვაშლის ჯემის მომზადება – ძალიან სათუთი საქმეა. ჭურჭლის სწორად შერჩევასაც მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ემალირებული ქვაბები უნდა გამოიყენოთ. ალუმინის ქვაბში მომზადებული კენკრა ამჟავდება. მასის მოსარევად საუკეთესო ვარიანტია ხის კოვზი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის და სილიკონის კოვზები.

გემრიელად მიირთვით!