როგორ გამოვაცხოთ იხვი ღუმელში ვაშლთან ერთად

780
Roast duck with apples and oranges on Black background. Cooking at Christmas time

იმისათვის, რომ უგემრიელესი იხვი ჩვვენს თეფშზე აღმოჩნდეს ძალიან უნდა მოვინდომოთ, რადგან მიუნჰაუზენის მსგავსად მარტივად ვერაფერს მოვაგვარებთ. დღე ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უგემრიელეს გამომცხვარ იხვს ვაშლთან ერთად, დამიჯერეთ ამ კერძით თქვენი სტუმრები და ოჯახის წევრები აღფრთოვანდებიან.

დავიწყოთ იქედან, რომ ზოგიერთს არ უყვარ იხი მისი სფეციფიური გემოს გამო, აიტომაც ის კარგად უნდა დავამუშაოთ. პირველ რიგში უნდა გავტრუსოთ ცცეცხლზე ისე, რომ ბუმბულის კვალი საერთოდ არ ეტყობოდეს ჩვენს იხვს. ასევე უნდა მოავატავსოთ მარინადში, რათა დარემუნებული ვიყოთ მის სისრულეში.

მარინადისთვის გამოგადგებათ თქვენი საყვარელი ღვინო, ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი – თქვენი გემოვნებით. რაც მტავარი არ დაგავიწყდეთ ჯირკვლების ამოჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კერძი არ გამოვა იდეალური.

როგორ გამოვაცხოთ იხვი ვაშლთან ერთად ღუმელში

ამ კერძისთვის უმჯობესია გამიყენოთ კარგად მწიფე ვაშლი. ერთი აუცილებელი ფაქტი: ვაშლი აუცილებლად უნდა იყოს მჟავე, სამოთხის.  ეს თქვენს კერძს შესძენს საოცარ გემოსა და არომატს, ასევე ის ხელს უწყობს წან ქვეშ არსებული ცხიმების დაშლას.

მთავარი კერძის ინგრედიენტები

  • დაახლოებით 2კგ იხვი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ტკბილი მდოგვი
  • 3-4 დიდი ვაშლი
  • მარილი გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 2 ფორთოხლის წვენი
  • 150მლ ბროწეულის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი დიჯონის მდოგვი
  • 30გ კარაქი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი გამომშრალი ბექონდარა
  • 3 ჩაის კოვზი შაქარი
  • მარილი და თეთრი წიწაკა გემოვენბით

მომზადება

1.პირველ რიგში უნდა დაამარინადოთ ფრინველი: კარგად გერეცხეთ, გარედან და შიგნიდან წაუსვით მარილი. შეგიძლიათ ფრთების ბოლოები მოაჭრათ, რათა უფრო მარტივად მოათავსდეს ჭურჭელში.

2.ფორთოხალს მოაშორეთ ქერქი, გამოწურეთ. გახეხეთ ქერქი, დაუმატეთ თაფლი და მდოგვი, მიღებული მასა კარგად წაუსვით იხვს და 2-3 საათით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.

3.მითითებული დროის გასვლის შემდეგ იხვი გამოავსეთ ვაშლით, მოათავსეთ სქელ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.

4.სანამ იხვი ცხვება მოამზადეთ სოუსი. ყურადღებით იყავით: გააცხელეთ 2 კოვზი ზეითუნის ზეთი და მასში მოათსვეთ დაჭყლეტილი ნიორი. ეს ყველფერი არომატისთვის კეთდება. მოგვიანებით ს უნდა ამოიღოთ ზეთიდან.

5.ზეთში ჩაასხით ბროწეულის წვენი, ჩყარეთ ბექინდარა, ცეცხლზე სოუსის შესქელებამდე ხარშეთ, ხოლო შექელების შემდეგ დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და აადუღეთ რამდენიმე წუთი. შეგიძლიათ გადაიტანოთ ცეცხლიდან.

6.ტაფაზე მოათავსეთ კარაქის ნაჭრები. გაალღვეთ და დაუმატეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს. არ შეწყვიტოთ მორევა, დაუმატეთ ღვინო და ფორთოხლის ბაზა, ეცხლი შეგიძლიათ ჩააქროთ. დაუმატეთ მარილი, შაქარი, წიწაკა და დიჯონის მდოგვი.

7.იხვს მოასხით გამოსული ცხიმი და ისევ მოათავსეთ 40 წუთით ღუმელში. მის მზადება ხის წკირით აკონტროლეთ.

8.მზა იხვი მოათსვეთ თეფშზე, გააფორმეთ ვაშლით ფორთოხლით და მოასხით მზა სოუსი. გაიტანეთ სუფრაზე და გააოცეთ სტუმრები.

როგორც ხედავთ, იხვის ამ მეთოდით მომზადება ძალიან მარტივია, მაგრამ ის ნამდვილად შეგიცვლით წარმოდგენას იხვზე. მოამზადეთ და ისიამოვენთ. გემრიელად მიირთვით!