როგორც რესტორანში: ჭარხლის სალათი ცხელ ზაფხულში იდეალურია.

411

სალათი ჭარხლით და ყველით ხელმისაწვდომი და სასარგებლო რეცეპტია. ჭარხალი ბევრ ვიტამინს შეიცავს, რის გამოც წარმოუდგენლად საჭირო და მკვებავი პროდუქტია. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი დიასახლისი ამ ბოსტნეულს სიიდან ნაადრევად იღებს.  Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ რეცეპტი აუცილებლად შეინახოთ. მისი გატანა სადღესასწაულო მაგიდაზეც არ შეგრცხვებათ.

სალათი ჭარხლით და ყველით

სალათი ცალკე ან ნებისმიერი ხორცის გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ. მაგალითად, ჭარხალი და შემწვარი ქათმის ან ღორის ხორცი შესანიშნავი კომბინაციაა. ხორცი აუცილებლად ოქროსფერი ქერქით და კვამლით შებოლილი უნდა იყოს. თუ ბუნებაში დროის გატარებას აპირებთ, მაშინ ჭარხლის სალათი თან წაიღეთ.

ინგრედიენტები:

  • 4 ჭარხალი
  • 4 კიტრი
  • 2 პატარა ხახვი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • ნიორი
  • 150 გ ხმელი ყველი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ მაიონეზი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • მცენარეული ზეთი
  • სანელებლები
  • მწვანილი

მომზადების წესი:

1. ჭარხალი კარგად გარეცხეთ და უსარგებლო ფოთლები მოაჭერით. ბოსტნეულს სუფთა წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ. წყალს ცოტა მარილი დაუმატეთ და მზად იყავით, რომ ჭარხალს დიდხანს მომზადება დასჭირდება. მანამდე დანარჩენი ინგრედიენტები და საკაზმი გააკეთეთ.

2. ზოლებად დაჭრილი ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე ცოტა მცენარეულ ზეთში შეწვით. მზა ჭარხალი ყინულიან წყალში გადაიტანეთ. როგორც კი, გაგრილდება, მსხვილ სახეხზე გახეხეთ და შემწვარ ხახვს დაუმატეთ.

3. ხახვს და ჭარხალს ახალი მწვანილი, კიტრი და ხმელი ყველი დაუმატეთ. ყველი გახეხეთ, კიტრი პატარა კუბებად დაჭერით. ყველა ინგრედიენტს აურიეთ და საყვარელი სანელებლები დაუმატეთ.

4. არაჟანი–მაიონეზის საკაზმი მოამზადეთ. ცალკე თეფშზე არაჟანი, მაიონეზი, ლიმონის წვენი, ნიორი, სანელებლები, მდოგვი და ცოტა შაქარი დაუმატეთ. როგორც კი, საკაზმს მოამზადებთ, სალათს აურიეთ. უმჯობესია, თუ წინასწარ სალათს ჭარხლით და ყველით მაცივარში რამდენიმე საათით გააჩერებთ.

საყვარელი ჭარხლის სალათი ყველით ახალი ენერგიისთვის

დაჟინებით გირჩევთ, რომ ცივი სალათი ხორციან კერძთან, ახალ კარტოფილთან ან ნოყიერ წვნიანთან ერთად მიირთვათ. ჭარხალი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის ძალიან მსუბუქი და ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ასეთი სალათი ამ კვირაშივე მოამზადეთ. დარწმუნებული ვარ, ამად ღირს.