საოცარი ფლავი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

1516

ჯანსაღი კვების პრინციპები ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. ზოგიერთისთვის საკმარისია ისაუზმოს შვრიით, ზოგი მიირთმევს მხოლოდ უმ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს.თუ თქვენ მიირთმევთ მსგავს საკვებს ესეიგი ვეგეტარიანული საკვბიც ძალიან მოგეწონებათ. ჩვენ გაგიზიარებთ ძალიან მაგარ ფლავის რეცეპტს, რომელიც რაც მთავარია არ შეიცავს ხორცს და არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.

ამ ფლავის მთავარი ინგრედიენტი ყვავილოვანი კომბოსტოა.მისი მომზადება უმარტივესია, რაც მთავარია მიჰყევით ინსტრუქციებს და ყველაფერი გამოგივათ.

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო-800გ
  • ქიშმიში-50გ
  • ქინძი-1 ჩაის კოვზი
  • მარილი-გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი-3 სუფრის კოვზი
  • ხახვი-1 ცალი
  • ნიორი-2 კბილი
  • მოცხარი-1,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება

1.ყვავლოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ და კარგად გარეცხეთ. დანაწევრებული კომბოსტო დააბლენდერეთ. ასევე შეგიძლიათ კომბოსტო გახეხოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ.

2.ტაფაზე მოასხით ზეთ და გააცხელეთ. როგორც კი ზეთი გაცხელდება მასში ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი და 2-3 წუთი მოთუშეთ.

3.მოთუშეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და პომიდორი. თუშეთ 2-3 წუთი, მოთუშულ ბოსტნეულს დაუმატეთ კომბოსტო.

4.ტაფას მოხადეთ თავსაფარი, რათა კომბოსტო კარგად გამოშრეს. დაუმატეთ ქიშმიში, მარილი და წიწაკა. მოაყარეთ ქინძი და მოცხარი.

გარეგნულად ეს კერძი ოდნავ გადახარშულ ბრინჯს ჰგავს, მაგრამ გემო აქვს საოცარი! ორიგინალური ბრინჯი შეგიძლიათ წარმოადგინოთ როგორც დამოუკიდებელ ასევე დამატებით კერძად. მისი გამოყენება შეგიძლიათ სალათების ინგრედიენტადაც. მისი ნეიტრალური გემოსა და საოცარი არომატის გამო ის უხდება თითქმის ყველა პროდუქტს მაგალითად: კვერცხს, ყველს, თევზს, ბოსტნეულს და ლობიოს. გემრიელად მიირთვით!