რისი მომზადება შეიძლება გრილ-ტაფაზე – 3 საინტერესო რეცეპტი

771

საქონლის ხორცი მშრალ ტაფაზე ბოსტნეულში

ინგრედიენტები

  • 400-500გ საქონლის ხორცი
  • 3 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • როზმარინი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2-3 ქამა სოკო
  • 0,5 ყაბაყი

მომზადება

  1. გარეცხეთ ხორცი, დაჭერით და დაამარინადეთ.
  2. ხორცს წაუსვით მდოგვი, მოაყარეთ როზმარინი და მარილი.დატოვეთ დასამარინადებლად 5-7 საათი.
  3. ხორცს წაუსვით ცხიმი, უმჯობესია გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი. შეწვით ხორცი 7 წუთი ერთი მხრიდან, ხოლო 7 წუთი მეორე მხრიდან.
  4. ბოსტნეულს წაუსვით მცენარეული ზეთი და ხორცთან ერთად შეწვით. მოაყარეთ მარილი.
  5. ხორცის და ბოსტნეულის გრილზე შეწვა დაახლოებით 15 წუთს წაგართმევთ.

მშრალ ტაფაზე მომზადებული ქათამი

ინგრედიენტები

  • 1 ქათმის ფილე
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები
  • ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო

მომზადება

  1. გარეცხეთ ფილე და გაჭერით 2 ნაწილად. სტეიკებს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ სანელებლები. დაელოდეთ 20 წუთი.
  2. სანამ სტეიკს ტაფაზე მოათავსებთ, წაუსვით ზეთი.
  3. ამ კერძს გარნირად ძალიან უხდება ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ბოსტნეული გარეცხეთ და მოასხით ცხელი წყალი.
  4. ნახევრად მოხარშულ ბოსტნეულს წაუსვით ზეთი და მოათავსეთ ქათამთან ტაფაზე.
  5. შეწვით 7-10 წუთი.
  6. ქათმის ფილე შეგიძლიათ გადმოიტანოთ ტაფიდან, ხოლო ბოსტნეული სასურველ დონემდე დაბრაწოთ.

თევზის სტეიკი

ინგრედიენტები

  • 500გ კარპის ფილე
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • მცენარეული ზეთი
  • პერგამენტის ქაღალდი
  • 150-200გ წყალი
  • მარილი, წიწაკა
  • სოკო, ბროკოლი, ყაბაყი და წიწაკა

მომზადება

  1. წყალში გახსენით სუფრის კოვზი შაქარი და მარილი, მასში მოათავსეთ ქათმის ფილე.
  2. პერგამენტის ქაღალდს წაუსვით ცხიმი, მის ნახევარზე მოათავსეთ თევზი, გადაახვიეთ მეორე ნახევრით. ქაღალდითვე მოათავსეთ ტაფაზე.
  3. დაჭერით ბოსტნეული და თევზთან ერთად დაბრაწეთ. ბოსტნეულს აუცილებლად მოასხით ზეთი.
  4. მოამზადეთ დაახლოებით 20 წუთი.
  5. მოაყარეთ მარილი და დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!