რა უნდა დავუმატოთ ფარშს, რათა კატლეტები გამოვიდეს უგემრიელესი

5381

დღეს ჩვენ უგემრიელეს კატლეტებს მოვამზადებთ. საიდუმლო მხოლოდ ერთ ინგრედიენტშია. მე ფარშს ყოველთვის ვუმატებ ბულგარულ წიწაკას, სწორედ ეს ინგრედიენტი აძლევს განსაკუთრებულ გემოს.

კატლეტები წიწაკით

ინგრედიენტები

  • 1კგ ხორცის ფარში
  • 1 ხახვი
  • 2 ცალი ბურგალური წიწაკა
  • 1 პური
  • წყალი
  • მარილი
  • სანელებლები
  • ფქვილი
  • კვერცხი
  • ზეთი

მომზადება

1.გახეხეთ ხახვი წვრილად. დაუმატეთ ფარშს და კარგად გადაურიეთ. დაუმატეთ კვერცხი, სანელებლები, მარილი და ისევ მოურიეთ.

2.პური დაასველეთ წყლით, გამოწურეთ, დაფხვენით და დაუმატეთ ფარშს.

3.აიღეთ ბულგარული წიწაკა, გაასუფთავეთ და დაუმატეთ ხორცს. კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

4.ფარშსიგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში და მოამზადეთ.

გემრიელად მიირთვით!