რა უნდა დავუმატოთ კიტრის მწნილის ქილას, რათა მარინადი იყოს კამკამა, როგორც ცრემლი

4948

მწნილების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენება. რა ჯობია ამ პიკანტურ და ხრაშუნა კიტრს.

ინგრედიენტები

  • 0,6კგ კიტრი
  • 1ლ წყალი
  • 200გ შაქარი
  • 35გ ქვის მარილი
  • 200მლ ძმარი
  • მოცხარის ფოთოლი
  • ჯანჯაფილის ფოთოლი
  • 3 კბილი ნიორი
  • შავი წიწაკა (მარცვლები)
  • სურნელოვანი წიწაკა (მარცვლები)

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კიტრი, დატოვეთ ცივ წყალში 2 საათი

2.შეგვიძლია დავიწყოთ მარინადის მომზადება. წყალში გახსენით მარილი, შაქართან ერთად და წამოადუღეთ. დაუმატეთ ძმარი, დაბალ ცეცხლზე დატვეთ 5 წუთი.

ამასობაში ქილებში მოათავსეთ ჯანჯაფილის, მოცხარის ფოთლები, ნიორი და კამა. არ დაგავიწყდეთ წიწაკის მარცვლების დამატება.

3.ქილაში მოათავსეთ კიტრი და დაასხით ცხელი მარინადი. უკვე სავსე ქილები გაასტერილეთ 20 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ქილები გადმობრუნებულ მდგომარეობაში.

კიტრის დაკონსერვებისას დაშვებული შეცდომები

ყველაზე უხეში შეცდომა ბოსტნეულის ჭუჭყიან ქილაში მოთავსებაა. ქილის კარგად გარეცხვა და გასტერილება უმნიშვნელოვანესია. თუ არ დავიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, ქილაში მოხვედრილი ბაქტერიები გახეთქავენ ქილას.

მეორე უპატიებელი შეცდომა – მარინადის გამდინარე წყლით მომზადება. იდეალური მარინადის მოსამზადებლად საუკეთესო ვარიანტი ჭის წყალია.

თუ ქილებს გაგრილების პროცესში არ გადმოვაბრუნებთ, მაშინ მასში მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკები შენახვიანობას დაუქვეითებს.