რა სხვაობა ირანულ და ჩვენებურ კატლეტებს შორის, ირანულის მომზადება შედარებით მარტივია

336

ირანული კატლეტები ნამდვილად შედევრია. ქათმის ფარშის წვნიანი კატლეტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ირანში და მის გარეთაც.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ფარში
  • სტაფილო
  • კვერცხი
  • ხახვი
  • 0,25 ჩაის კოვზი წითელი მწარე წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი ძირა
  • 0,5 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 0,5 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ქინძი
  • 3 სუფრის კოვზი მუხუდოს ფქვილი ან ხუმუსის ფესვი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • 100გ საფანელი
  • მცენარეული ზეთი
  • 0,25 ჩაის კოვზი კურკუმა

მომზადება

1.დააქუცმაცეთ მწვანილი. გახეხეთ სტაფილო და ხახვი. ფარშს დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები.

2.ფარშს დაუმატეთ წიწაკა, კვერცხი, ფქვილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ ფარშს. შეინახეთ მაცივარში.

3.გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი. შეგიძლიათ მოაყაროთ კურკუმა. ხორცის მასა დაანაწევრეთ ბურთულებად. ირანული კატლეტი ძალიან ფაფუკი გამოდის.

4.ამოავლეთ კატლეტები საფანელში, თითით დაჩხვლიტეთ თითოეული კატლეტი. ეს სითბოს თანამბრად გადანაწილებისთვისაა საჭირო.

გემრიელად მიირთვით!