პოლონელი დიასახლისები ასეთ კიტრზე გიჟდებიან, სიყვარულით ხუფავენ და არ ისვენებენ

1427

ზაფხული დასრულდა და დიასახლისები ზამთრისთვის ბოსტნეულის და ხილის შენახვას ჩქარობენ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ კიტრის მწნილის პოლონურ რეცეპტს. ასე მომზადებული კიტრი იმდენად ხრაშუნა და ნაზია, რომ გაზაფხულამდე ვერ გადარჩება. მთელი ოჯახი ხომ ყოველ სადილსა თუ ვახშამზე კიტრის მწნილს მოგთხოვთ.

კიტრის მწნილი პოლონური რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 4,5 კგ კიტრი
  • 1 კგ ხახვი
  • 7 კბილი ნიორი
  • 10 ტკბილი წიწაკა
  • 1 კონა კამა
  • 450 მლ თბილი ანადუღარი წყალი
  • 450 მლ მცენარეული ზეთი
  • 2,5 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ მდოგვის მარცვლები
  • 2 ს/კ მსხვილი მარილი
  • 4 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. კიტრს ცივი წყალი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ.

2. გარეცხეთ, ბოლოები მოაჭერით, 1-1,5 სმ სისქის რგოლებად დაჭერით.

3. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით.

4. ნიორი დაპრესეთ.

5. მოსასხმელად წყალი, მცენარეული ზეთი, შაქარი, მარილი, დაფქული წიწაკა და ძმარი აურიეთ. ახლა დაქუცმაცებულ ნიორს დაასხით და კვლავ აურიეთ.

6. ქვაბში ან თასში მომზადებული კიტრი, დაქუცმაცებული კამა და მოსასხმელი აურიეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და 2 საათით გააჩერეთ, რომ კიტრი სითხით კარგად გაიჟღინთოს და წვენი გამოვიდეს. ყოველ ნახევარ საათში აურიეთ.

7. ნარევი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.

8. ცხელი წასახემსებელი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და სტერილური ხუფებით მოხუფეთ.

9. ქილები გადააბრუნეთ. პირსახოცით შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე ასე გააჩერეთ. გრილ ადგილას შეინახეთ.

10. გემრიელად მიირთვით!

კიტრის მწნილი პოლონურად ხრაშუნა, ნაზი და გემრიელი გამოდის, სწორედ ამიტომ, წამებში ქრება. საცდელად მოამზადეთ და მიხვდებით, რატომ ვაქებთ ამ რეცეპტს. ოჯახის წევრებიც სწორად შეაფასებენ.