პოლოკის “ხავერდოვანი” კერძი ნაღების სოუსში

95

ინგრედიენტები

  • თეთრი თევზის ფილე 700გ
  • ხახვი 2 ცალი
  • კარაქი 100გ
  • ნაღები 150მლ
  • ნიორი 1 კბილი
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი. ფილე დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

2.გაალღვეთ კარაქიტაფაზე და შეწვით ხახვი. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.

3.ტაფაზემოათავსეთ თევზი, მოურიეთ და მოთუშეთ 5 წუთი.

4.მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაფნის ფთოლი და ნაღები. მოთშეთ 5 წუთი თავდაფარებული.

გემრიელად მიირთვით!