პიცის ცომი არაჟნით, რომელიც თქვენ პიცას ნამდვილ შედევრად აქცევს

3129
A freshly baked pizza margherita with olive oil, tomatoes, fresh basil, and mozzarella cheese.

პიცა – ეს არის სწრაფი ვახშმის საუკეთესო ვარიანტი, როდესაც გეჩქარებათ, მაგრამ მაინც გინდათ გემრიელად დანაყრდეთ.

პიცა არაჟნით

პიცის ცომი არაჟნით ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეპისმიერი პროდუქტი, რასაც მაცივარში აღმოაჩენთ. სახლში მომზადებულ პიცას თავისი პლიუსებიც აქვს, მაგალითად: თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენთვის საყვარელი და სასურველი ინგრედიენტები, მორთოთ თქვენებურად და მისცეთ ნებისმიერი ფორმა.

ეს პიცა ნამდვილად გაგილამაზებთ საღამოს. ალბათ დამეთანხმებით, რომ სამსახურიდან დაბრუნებულებს ძალიან გვეზარება საათობით ღუმელთან დგომა და კერძის მზადება.

რათქმაუნდა პიცაც ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ ასეთი პიცის შესაქმნელად საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა და დრო. მაგალითად, პიცა “ვულკანი” შვედი შეფის ჰალმატა გივრის საფირმო კერძია, რომელსაც შეუძლიან ნებისმიერი ადამიანი გააოცოს.

სწრაფი პიცის განსხვავებულად მომზადებაც შეიძლება. ყაბაყის ბაზაზე მომზადებული პიცა არის ძალიან გემრიელი და სასარგებლო. მისი სასიამოვნო მწვანე ფერი და საოცარი სურნელი მას ხდის ძალიან მადისაღმძვრელს.

აი ეს არის ყველაზე სწრაფი პიცი რეცეპტი. დიასახლისები მას “ელვასაც” უწოდებენ.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • 2 კვერცხი
  • 100გ ლორი
  • 3 დიდი ზომის ქამასოკო
  • 50გ ყველი
  • 2 სუფრის კოვზი ტომატ პასტა
  • მარილი

მომზადება

1.შესაბამის ჯამში მოათავსეთ არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, კვერცხი და მარილი. მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ფქვილი საჭიროებისამებრ. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი და წებოვანი, მაგრამ არა თხევადი.

2.საცხობ ფირფიტას წაუსვით ზეთი, ამოფინეთ ქაღალდით ან სილიკონით. ცომი ფირფიტაზე გააბრტყელეთ კოვზით ან სველი ხელით.

3.ზემოდან წაუსვით ტომატ პასტა და მოაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები. თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ინგრედიენტი.

4.პიცას მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ 180 გრედუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. გემრიელად მიირთვით!

თუ თქვენ გაქვთ ტევადი ღუმელი, მაში ერთდროულად რამდენიმე სახის პიცის მომზადება შეგიძლიათ. პიცის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ინგრედიენტები, რომლებიც სხვა კერძის მომზადებს შემდეგ დაგრჩათ. ასე რომ მისი მომზადებით თქვენ არაფერს კარგავთ.

პიცა ძალიან მოუხდება თქვენს საახალწლო მაგიდას, როდესაც ყველა კერძი შეიჭმევა სწორედ ის გახდება დამაგვირგვინებელი შტრიხი.