როგორ მოვამზადოთ ჩებუპელები

1156

ჩებუპელი – ესაა რაღაც შუალედი ჩებურეკსა და პელმენს შორის. ოდესღაც, იყიდებოდა გაყინული პელმენები, რომელთა მოხარშვასაც აზრი არ ჰქონდა, რადგან ერთმანეთს ეკვრობოდა. მაშინ, ვიღაცას მოუვიდა მათი შეწვის იდეა! ასე გაჩნდა ჩებუპელები.

ტაფაზე შემწვარი პელმენები

რა თქმა უნდა, მას შემდეგ რეცეპტი თანდათან სრულყოფილი გახდა, თუმცა არსი არ შეცვლილა. დღეს ჩვენ დაწვრილებით მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ტაფაზე შემწვარი პელმენები.

კერძი ყველაზე გემრიელი კი მაშინ გამოვა, თუ შიგთავსს დაუმატებთ ცოტაოდენ პომიდორს, ყაბაყსა და მყარ ყველს.

ყაბაყი ყოველთვის შესანიშნავად ერწყმის ყველსა და ხორცს – არც ეს კერძია გამონაკლისი.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 150 მლ რძე
  • 300 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 150 გ ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 50 გ ყაბაყი
  • წიწაკების ნზავი(თეტრი, შავი, წითელი)
  • მარილი
  • პომიდვრის ჩირები
  • 50 გ ყველი

მომზადება

1. პირველ რიგში, მოამზადეთ ცომი, რადგან საჭიროა მისი გაჩერება 30 წუთით. ამისთვის, ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და რძესთან ერთად, თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.

2. მას შემდეგ, რაც ცომს გადადებთ ამოსასუქებლად, დაიწყეთ შიგთავსის მზადება. გაფცქვენით ხახვი და ყაბაყი, შემდეგ დაჭერით ვრილ კუბებად. თუ გინდათ, რომ ისინი საერთოდ ვერ იგრძნოთ კერძში, დააბლენდერეთ. შეურიეთ ფარში ბოსტნეულს, უხვად მოაყარეთ წიწაკები და დაუმატეთ პომიდორი და მყარი ყველი.

3. დროა, ცომი აიღოთ და ჩებუპელებისთვის წრეები გამოჭრათ: დაჭერით ცომი და გააბრტყელეთ პატარა ნაწილებად, როგორც პელმენებისთვის ვაკეთებთ ხოლმე.

4. შეგიძლიათ, კერძს ნებისმიერი ფორმა მისცეთ. ასევე, შეგიძლიათ მათი ფორმირება საპელმენე ფორმაში. ფრთხილად დადეთ ფარში ცომის ნაჭერზე და კარგად დააწებეთ ბოლოები.

5. შეწვით ჩებუპელები ორივე მხრიდან, გახურებულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლით.

აი, ასეთი პროდუქტი მიიღება ჩებურეკებისა და პელმენების გაერთიანებით. ეს კერძი საკმაოდ სწრაფად მზადდება და მთელ ოჯახს ასიამოვნებს დამღლელი დღის ბოლოს. შეგიძლიათ, ცომი და შიგთავსი დიდი ხნით ადრე, წინასწარ მოამზადოთ, როცა დრო მოვა კი – უბრალოდ გააკეთეთ პატარა ღვეზელები.