პასქის ნაცვლად – სააღდგომო “ყვავილი”: არანაკლებ გემრიელი და მეტად ეფექტური

4018

სააღდგომოდ პასქის გამოცხობა – კულინარიული ტრადიციაა. მაგრამ ხშირად ხდება, რომ საამისოდ არც დრო და არც გამოცდილება გაქვს. სწორედ ამიტომ “გასტრონომია” გთავაზობთ სააღდგომო “ყვავილის” გამოცხობას.

ცომი ისეთივე ნაზი და ფაფუკია, საყვარელ ცუკატებსა და ქიშმიშს შეიცავს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი. სახელწოდება “ყვავილი” სრულად გამართლებულია იერსახის გამო. სხვა დროს შეგიძლიათ ის მოამზადოთ მურაბით ან ყაყაჩოს თესლით.

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 20 მლ ზეთი
  • 70 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 მწ მარილი
  • 5 ჭიქა ფქვილი
  • 70 გრ ქიშმიში
  • 50 გრ ცუკატი
  • 40 გრ საფუარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

1. გახსენით საფუარი თბილ რძეში, დაამატეთ 1 ს.კ. შაქარი და 2,5 ჭიქა ფქვილი. ოლადების მსგავსი ცომი გამოგივათ.

2. დააფარეთ ხელსახოცი და დადგით თბილ ადგილას 1-1,5 საათით.

3. ათქვიფეთ 2 კვერცხი დარჩენილ შაქართან. დაამატეთ მარილი და კარგად მოურიეთ.

4. დაადნეთ 50 გრ კარაქი და გააცივეთ.

5. დაამატეთ კვერცხის მასა საფუარის მასაში. დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, მოურიეთ და დაუმატეთ მდნარი კარაქი. დადგით თბილ ადგილას 2 საათით.

6. დაჭერით ცუკატები გარეცხეთ ქიშმიში.

7. დაადნეთ 20 გრ კარაქი და გააცივეთ. განაცალკევეთ 1 კვერცხის ცილა და გული.

8. გააბრტყელეთ ცომი თხლად, წაუსვით დარჩენილი კარაქი, მოაყარეთ ქიშმიში და ცუკატები, შემდეგ დარიჩინი და ვანილის შაქარი. შეახვიეთ რულეტი, კუთხეებს წაუსვით კვერცხის ცილა, შეკარით რგოლი.

9. წაუსვით კარაქი საცხობ ფორმას, მოათავსეთ რულეტი. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. მაკრატლით ჩაჭერით ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. დადგით თბილ ადგილას 20 წუთით.

10. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის ცილა. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

მზა პეროგს დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 15 წუთით. შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი, ან მდნარი შოკოლადი, მოაყარეთ სააღდგომო მოსართავები ან ცუკატები. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!