“პარიზის კოქტეილი” – ტორტი, რომელზეც უარს ვერავინ ამბობს!

1105

ჩვენი რედაქცია ყოველთვის საუკეთესო რეცეპტებს გიზიარებთ, არც ეს არის გამონაკლისი. ეს დესერტი მე საფრანგეთში ყოფნისას არმოვაჩინე და სპეციალურად თქვენთვის რეცეპტი წამოვიღე.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 150გ შაქარი
  • 180მლ ცხელი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 500გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 250გ კარაქი
  • 600მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილი
  • 100გ დაფქული ნიგოზი ან ნუში

მომზადება

  1. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
  2. ფირფიტებისთვის თაფლს დაუმატეთ შაქარი, წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე. როცა მასა წამოდუღდება, გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ ფქვილი და სოდა. კარგად მოურიეთ და მიღებული ცომი გაყავით 6-7 ნაწილად.
  3. თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ თითოეული კორჟი.
  4. ახლა კი მოვამზადოთ კრემი: ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი. მოასხით ცივი რძე და მოათავსეთ ცეცხლზე, ურიეთ მასის შესქელებადე. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ, დაუმატეთ ნიგოზი და ვანილი. როცა კრემი გაგრილდება დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ.
  5. თბილი კრემი წაუსვით კორჟებს.

გემრიელად მიირთვით!