მეგობრები მოულოდნელად გეწვიენ და მაცივარში კეფირის გარდა არაფერი გაქვთ?! ნუ იდარდებთ, დღეს გასწავლით კეფირის ორცხობილის რეცეპტს, რეცეპტი ძალიან მარტივია და სწრაფად მზადდება, მისი ტკბილი და შაქრიანი ქერქი სასიამოვნოდ ხრაშუნობს, მისი გემო კი რძესთან, კომპოტსა და ჩაისთან ჰარმონიაში შედის!
უგემრიელესი ორცხობილა კეფირით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ფქვილი
- 125 გრამი შაქარი
- 2 ჭიქა კეფირი
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 1 ჩაის კოვზი სოდა (ლიმონმჟავით)
- შაქარი გემოვნებით
- დაფქული დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი
1. ათქვიფეთ კეფირი, მცენარეული ზეთი და შაქარი – კრემის კონსისტენციის მიღებამდე
2. დაუმატეთ სოდა, ფქვილი და მოზილეთ ცომი
3. ცომი გააბრტყელეთ 0.5 სანტიმეტრის სისქის ზომაზე, მოათავსეთ კარაქ წასმულ ჟარუნაზე და შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ.
4. ჟარუნა გაცხელებულ ქურაში შედგით. ტემპერატურა 180 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. საკმარისია ორცხობილა 15-20 წუთით გააჩეროთ ქურაში სანამ არ შეოქროსფერდება.
5. დაჭერით ნაჭრებად და სუფრასთან მიიტანეთ.
ორცხობილა ძალიან ნაზი, ფუმფულა და რბილი გამოდის.