ომლეტში გამომცხვარი თევზი. რეცეპტი 10 პლიუსით

1383

თევზის მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი – მისი ღუმელში გამოცხობაა. არ არის აუცილებელი, მთლიანი თევზი მოამზადოთ, თ ფილეზე მიდგა საქმე – აი საუკეთესო რეცეპტი. ომლეტში გამომცხვარი თევზის ფილე მუდამ არომატული, ნაზი და წვნიანი გამოდის.

თევზი შეგიძლიათ შარჩიოთ მდინარისაც და ზღვისაც. მთავარია, ნაკლებად ძვლიანი იყოს. გამოიყენეთ უხვად სუნელები, მწვანილი, გაყინულის ნაცვლად დაკონსერვებული  ბარდა.

ინგრედიენტები

  • 800 გრ თეთრი თევზის ფილე
  • 1-2 ც ხახვი
  • 1 ჭიქა ბარდა
  • 250 გრ რძე
  • 4 კვერცხი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1-2 ს.კ. ფქვილი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით თევზის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  2. დაჭერით ხახვი ნახევრრგოლებად და მოთუშეთ ზეთში.
  3. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი, რძე, გახეხილი ყველი, ფქვილი და კარგად მოურიეთ.
  4. საცხობ ფორმაშ მოათავსეთ მოთუშლი ხახვი. ზემოდან – თევზი, შემდეგ ბარდა, შემდეგ მოასხით კვერცხის მასა.
  5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით.

კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილი ასევე ცივი სახით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!