ომლეტის სალათი, რომელიც თქვენი ფავორიტი გახდება

818

დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ სალათს ომლეტით და ქათმის ხორცით. სალათებს შორის ჩემ ფავორიტად იქცა.

ომლეტი ძალიან უხდება ხორცს. სალათი გამოდის ნოყიერი და არომატული.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ფილე
  • 3-4 ხახვი
  • 3 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • 1 ქილა სიმინდი
  • მაიონეზი
  • 1 სუფრის კოვზი 9% ძმარი
  • 1-2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ხაახვი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით ძმარი და ცხელი წყალი 30 წუთი.

2.გარეცხეთ გამღვალი ფილე გამდინარე წყალში.

3.ადუღებულ წყალში მოათავსეთ ხორცი. ხელახლა წამოდუღებისას დაუმატეთ მარილი, წიწაკა, დაფნა, ცოტა ხახვი. მზა ქათამს მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ბულიონში 20 წუთი.

4.ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და რძე. შეწვით 3-4 ბლინი.

5,რულეტისებურად გადაახიეთ ომლეტი და დაჭერით.

6.დაჭერით და დაწეწეთ ფილე.

7.სიმინდის ქილიდან გადაასხით სითხე.

8.დიდ ჯამში მოათავსეთ ქათამი, სიმინდი, ომლეტი და ხახვი.

9.მოასხით მაიონეზი და მოურიეთ.

10.შეინახეთ მაცივარში 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!