ხაჭოს მობრაწულა „ათქვეფილი შოკოლადი“ ლილია ცვიტის რეცეპტით

153

ფაფუკი ხაჭოს მობრაწულა თქვენს სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს. მარტივად მზადდება, ინგრედიენტების ნაკრები მოკრძალებული და ხელმისაწვდომია. იმდენად ლამაზი და გემრიელი გამოდის, რომ მაღაზიის ტორტებს დაივიწყებთ.

ხაჭოს მობრაწულა

ინგრედიენტების მარტივი ნაკრების მიუხედავად მომზადებისას ცოტა ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. საქმე იმაშია, რომ ფენებიანი უნდა გამოვიდეს. ხაჭოს ფენებს შორის ორცხობილის ნაწილები უნდა მოათავსოთ. ასეთი მობრაწულა 1 საათში ცხვება, მაგრამ მომზადებას მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს. ეს გაითვალისწინეთ, თუ გარკვეული საათისთვის დესერტის მომზადებას გეგმავთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გ ფქვილი
  • 170 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 180 გ არაჟანი
  • 50 გ კაკაო
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

ყველი–შოკოლადის მასის ინგრედიენტები:

  • 1200 გ ხაჭო
  • 200 გ არაჟანი
  • 200 გ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 5 კვერცხი
  • 50 გ სახამებელი
  • 30 გ კაკაო
  • 15 გ მანანის ბურღული
  • 80 გ შოკოლადი
  • 100 გ მიწისთხილი
  • 300 გ ორცხობილა
  • ლიმონის ცედრა
  • 40 გ ვანილის მშრალი პუდინგი
  • 1 ჩ/კ კურკუმა

მომზადების წესი:

1. ფაფუკი მობრაწულისთვის ცომის მომზადება დაიწყეთ. ერთ თასში რბილი კარაქი, კვერცხი და შაქარი აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ძალიან სქელი ცომი არ უნდა გამოვიდეს. საცხობი ფორმა მოამზადეთ და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ცომი ფორმაში გადაიტანეთ და სპატულით თანაბრად გაასწორეთ.

2. ცომი დროებით მაცივარში შეინახეთ. ამ დროში ხაჭოს მასა მოამზადეთ. ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხი და არაჟანი. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ხაჭოს მასის მესამედი ცალკე შეინახეთ.

3. ამ მასას მანანის ბურღული, კაკაო და შემწვარი მიწისთხილი დაუმატეთ. შემდეგ გამდნარი თბილი შოკოლადი ჩაასხით. კარგად აურიეთ. დარჩენილ ხაჭოს მასას დაუმატეთ ლიმონი, პუდინგი და კურკუმა. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. მაცივრიდან ცომი გამოიღეთ და მასზე ხაჭოს და ლიმონის ცედრის ნარევის ნახევარი გადაიტანეთ. ზემოდან ფხვიერი ორცხობილა მთელ ზედაპირზე დააწყვეთ. შემდეგ შოკოლადი–ხაჭოს მასა დაასხით და ისევ ორცხობილის ფენა.

5. დესერტი დარჩენილი ხაჭოს მასით დაფარეთ და ღუმელში მოათავსეთ. 170 გრადუსზე 1 საათით აცხვეთ. მზა მობრაწულა ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ, შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ.

6. მზა მობრაწულას ზემოდან გამდნარი შოკოლადი მოასხით და მიწისთხილი მოაყარეთ. სურვილისამებრ, დაუმატეთ სხვა კაკალი, ჩირი, ახალი ხილი, შოკოლადის ნატეხები. მოკლედ, ისე გააფორმეთ, როგორც ფანტაზია გკარნახობთ.