ნუგბარი ასეთი გემრიელი, სასარგებლო და დიეტური ჯერ არ ყოფილა. გოგრის მარმელადი 3 ინგრედიენტისგან

1464

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გოგრის დიდი მოყვარული არ ხართ, უმარტივესი ტექნიკით დამზადებული ეს დელიკატესი დაგემოვნებისთანავე შეგიყვარდებათ. გოგრის მარმელადი – ნუგბარი, რომელსაც ყოველ წელიწადს დიდი სიხარულით ვამზადებ და ვცდილობ, გავუმასპინძლდე ამ დელიკატესით აბსოლიტრად ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს. ჩემს შვილებს უკვე ძალიან უყვართ მისი გემო, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, რადგან განსხვავებით სხვა ნუგბარისა და ტკბილეულისა, საკუთარი ხელით დამზადებული გოგრის მარმელადი ძალიან სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. გოგრა ხომ საჭირო ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა.

დესერტის დამზადება საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს, თანაც მასში მხოლოდ 3 ინგრედიენტი შედის. გოგრის მარმელადი პორციებად დაყოფაბდე აუცილებლად 2-3 დღით მაცივარში უნდა შეინახოს.

მზა ნუგბარის გემო კიდევ უფრო მკვეთრი და გაჯერებული რომ იყოს, შეგიძლიათ მას ზემოდან შაქრის პუდრი ან სულაც დაფქული სეზამი მოაყაროთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგიძლიათ საკუთარ ფანტაზიას მიმართოთ. გახსოვდეთ, თქვენს სამზარეულოში ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!

გოგრის მარმელადი

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი გოგრა (გასუფთავებული კანისგან და თესლისგან)
  • 150 გრამი შაქარი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 30 გრამი სწრაფადხსნადი ჟელატინი

მომზადება:

1. კარგად გარეცხეთ გოგრა, გაასუფთავეთ კანისგან, თესლიგან და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.

2. მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი გოგრა 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

3. როდესაც გოგრას ღუმელიდან გამოიღებთ, მიეცით მას გარკვეული დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად და შემდეგ დააბლენდერეთ.

4. მიღებულ ფაფაში დაამატეთ შაქარი და ლიმონის წვენი. კვლავ კარგად გადაურიეთ.

5. ამავე ჭურჭელში დაამატეთ ჟელატინი, კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ და დატოვეთ 15 წუთით.

6. 15 წუთის შემდეგ დადგით ეს მასა დაბალ ცეცხლზე სულ რაღაც 2-3 წუთით (პერიოდულად აუცილებლად ურიეთ). არ მისცეთ მას წამოდუღების საშუალება.

7. აიღეთ საკვების პლიონკა (სტრეჩი), ჩაუფინეთ ის ნებისმიერ ჭურჭელს ძირში, ფსკერზე და ჩაასხით მასში გოგრის პიურე (ფენის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 სანტიმეტრს). მიეცით მას ოთახის ტემპერატურამდე გაგრილების საშუალება და შემდეგ დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით ან 48 საათის განმავლობაში.

8. როდესაც მარმელადი ბოლომდე გამყარდება, განაცალკევეთ ის სტრეჩისგან და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მისი ამოვლება შაქრის პუდრში, რათა გემო კიდევ უფრო მკვეთრი და გაჯერებული იყოს.

როგორც უკვე გითხარით, განსხვავებით სხვა ნუგბარისა და ტკბილეულისა, გოგრის მარმელადი სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა. გაუმასპინძლდით ამ დელიკატესით თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ისინი აუცილებლად მოიხიბლებიან თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით!