ნოყიერი „თათრული სალათი“ ძალიან ეფექტური გაფორმებით

624

უცნობია რატომ, მაგრამ სალათი ხალხში ამ სახელწოდებით არის ცნობილი. სალათი „თათრული“ ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია, როცა ახალი ბოსტნეული მაღაზიაში თავისი გემოთი და უხვი ვიტამინებით აღარ გვახარებს. ახლა შეგიძლიათ თერმულად დაამუშავოთ, დაუმატოთ სოუსი და არა მხოლოდ ზეითუნის ზეთი და შეუდარებელი გემოთი და ნოყიერებით დატკბეთ.

თუ არა მთავარ კერძად, არამედ დანამატად მოამზადებთ, თქვენს ფორმებს ზიანს არ მიაყენებს. უბრალო, შინაურული კერძი და არაფერი ზედმეტი. მისი მომზადება მარტივია და სუფრაზე განსხვავებული მეთოდებით შეგიძლიათ გაიტანოთ.

სალათი “თათრული”

ინგრედიენტები:

  • 2 პატარა ჭარხალი
  • 2 სტაფილო
  • 0,25 თავი საშუალო ზომის კომბოსტო
  • 4 კარტოფილი
  • 400 გრ ხორცი (ხბო, ღორი ან ქათამი)
  • მარილი, წიწაკა
  • ხმელი სუნელი
  • მაიონეზი
  • შაქარი
  • ლიმონის წვენი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ჭარხალი გარეცხეთ და ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ. ახლა გაასუფთავეთ და გრძელ ზოლებად გახეხეთ. გემრიელ შინდისფერ ზოლებს ცოტა მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. ამ რეცეპტის ზოგიერთ ვარიანტში ახალი ჭარხლის გამოყენებას გვთავაზობენ, მაგრამ ვფიქრობთ, ასე უფრო გემრიელია.

2. სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ამავე სახეხზე გრძელ ზოლებად გახეხეთ. სალათისთვის ახალი სტაფილო გამოგადგებათ. თუ ერთფეროვნების გამო დიდად არ მოგწონთ, სანელებლებში ამოავლეთ, როგორც ჭარხალი, ან მზა სტაფილო კორეულად მომზადებული გამოიყენეთ.

3. კომბოსტო წვრილად დაჭერით, მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარტოფილი გათალეთ, თხელ ზოლებად დაჭერით და ცივ წყალში ჩადეთ. ზედმეტი სახამებლის მოშორების შემდეგ სამზარეულოს პირსახოცით გაამშრალეთ და ტაფაზე ხრაშუნა ქერქის მიღებამდე სწრაფად შეწვით. მარილი მოაყარეთ.

4. ხორცი თხელ გრძელ ზოლებად დაჭერით და ტაფაზე შეწვით. ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ, მარილი და ხმელი სუნელი დაუმატეთ. ახლა ყველა ინგრედიენტი წრიულად მოათავსეთ ან კლასიკური რეცეპტის მიხედვით აურიეთ. საკაზმად არაფრის მოფიქრება საჭირო არაა. ჩვეულებრივი მაიონეზი გამოგადგებათ.

მარტივი ინგრედიენტები მათი ნაცნობი, მაგრამ სასიამოვნო გემოთი კარგ სალათს იძლევა. სუფრაზე როგორც ცივი, ასევე თბილი შეგიძლიათ გაიტანოთ, როგორც უფრო მოგწონთ. კერძი ძვირი არ ჯდება, ასე რომ მის მომზადებაზე უარის თქმის მიზეზებს ნუ ეძებთ.

ზოგი თათრულ სალათს ცოტა განსხვავებულად ამზადებს, მაგრამ კარგ შედეგს იღებს. რატომაც არა, ყველა ინგრედიენტს ხომ მხოლოდ მაიონეზი აკავშირებს. რომელიმე პროდუქტი არ მოგწონთ? ყოველთვის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ასევე დაუმატოთ მწვანილი, შავქლიავი ან კაკალი. ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ. სცადეთ და ნასიამოვნები დარჩებით.