ნახევარი ჭიქა შაქარი და ჭიქა მარილი – სწორედ ასე მზადდება ყველაზე ნაზი ლორი, ბავშვებიც კი სიამოვნებით მიირთმევენ.

2744

ლორი, შავი და წითელი ხიზილალისგან განსხვავებით ყველასთვის ხელმისაწვდომია. ის შესანიშნავ პროდუქტსაც წარმოადგენს ვინაიდან ამაღლებს იმუნიტეტს და კარგადაც ანაყრებს. არც გასუქების არ უნდა შეგეშინდეთ რადგან მასში კალორიებიც ცოტაა. მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის აუცილებელი მონოგაუჯერებელი ოლეინის და პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები. ლორი განსაკუთრებით ფასეულია მასში შემავალი არაჰიდონის მჟავით, რომელიც ქოლესტერინის ნორმალიზებაზე და ჰორმონების გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.

დღეს გასტრონომიას რედაქცია მოგიყვებათ თუ როგორ შეგიძლიათ გემრიელად და სასარგებლოდ დაამარილოთ ლორი. მთავარია არ გამოიყენოთ ტახის ხორცი, ლორი რომელსაც უსიამოვნო სუნი ახასიათებს.

გემრიელი ლორის რეცეპტი მარილხსნარში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ლორი
  • 1 ჭიქა მარილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ლიტრა წყალი
  • შავი პილპილი ბურთულებად
  • დაფნის ფოთოლი
  • ნიორი

მომზადების წესი:
1. ჩაყარეთ მარილი, შაქარი, პილპილი და დაფნის ფოთოლი წყალში. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და შემდეგ გააცივეთ.

2. წვრილად დაჭერით ან დაჭყლიტეთ ნიორი და შეაზილეთ ლორს.

3. მიღებული მარილხსნარი დაასხით ლორს. ერთი დღით უბრალოდ სამზარეულოში დააყენეთ, შემდეგ კი კიდევ ერთი დღე მაცივარში.  შემდეგ გადაწურეთ და მოათავსეთ ხელსახოცზე გასაშრობად.

4. ამგვარად დამარილებული ლორი ძალიან გემრიელია.

შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლებიც თქვენი გემოვნებით. მთავარია დაიმახსოვროთ რაც უფრო დიდია დაფნის ფოთოლი მით უფრო განსაკუთრებულ პიკანტურობას შესძენს ლორს.

მოგვიყევით კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ ლორს. ასევე არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის.