ნაღების ცხობილა კენკრით

814

კენკრის სეზონი დუღს, ამიტომაც არ აუნდა გავჩერდეთ და უნდა შევქმნათ გემრიელობები.

დღეს ჩევნ კენკრისგან უგემრიელეს ნაღების დესერტს მოვამზადებთ, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • ჟოლო 200გ
  • მოცხარი 50გ
  • ლურჯი მოცვი 50გ
  • ალუბალი 50გ
  • თეთრი შოკოლადი 150გ
  • ნაღები 150მლ
  • ლიმონის ცედრა 1 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი

მომზდაება

1.ჟოლო გადაანაწილეთ ფორმებში, მოაყარეთ ლიმონის ქერქი.

2.გაალღვეთ თეთრი შოკოლადი. ცალკე წამოადუღეთ ნაღები და დაუმატეთ გამღვალი შოკოლადი. მოურიეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

3.კრემის ნაწილი მოათავსეთ ჟოლოზე, დაუმატეთ მოცვი. მოასხით კრემი და მორთეთ კენკრით. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

4.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!