როგორ გამოვაცხოთ კარტოფილი ხორცით

1313

ვახშამი – დღის მთავარი მოვლენა. საუზმისას ყოველთვის გვეჩქარება, სადილისას სამსახურში გადარბენაზე ვართ, ხოლო ვახშმისას სახლში მთელი ოჯახი ვიკრიბებით.

ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ კარტოფილისგან მომზადებული კერძები.

დღეს ჩვენი რედაქცისს დახმარებით საუკეთესო კერძს მოამზადებთ!

ხორცით ფარშირებული კარტოფილი, უმარტივესი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 300გ ხორცის ფარში
  • 2 ხახვი
  • 100გ სტაფილო
  • 1 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 1 კბილი ნიორი
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.აირჩიეთ დაახლოებით ერთი ზომის კარტოფილი. ამოჭერით გული. შეგიძლიათ კარტოფილის ძირი ოდნავ მოჭრათ, რათა უკეთ მოთავსდეს ქვაბში.

2.ფარშს დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ნიორი და წვრილად დაჭრილი ხახვი. მიღებული შიგთავსით ამოვსეთ კარტოფილი.

3.კარტოფილი მჭიდროდ მოათავსეთ ქვაბში და მოასხით მარილიანი წყალი. ნახევრად მოხარშეთ.

4.მცენარეულ ზეთში მოთუშეთ კარტოფილი და ხახვი, ბოლოს დაუმატეთ პომიდვრის პასტა, ცოტა წყალი და მარილი. მიღებული წვენი მოასხით ნახევრად მზა კარტოფილს და მოთუშეთ.

5.სულ ეს არის, უგემრიელესი კერძი მზად არის!

6.კარტოფილს შეგიძლიათ მოაყაროთ ყველი და მწვანილი, ან მოასხათ არაჟანი.

რედაქციის რჩევა

ფარშირებული კარტოფილი უგემრიეელესია, შეგიძლიათ შიგთავსი შეცვალოთ მაგალითად: ხორცი, თევზი, სოკო და ბოსტნეული.

გემრიელად მიირთვით!