ნამცხვარი „სენდვიჩი“ – ზარმაცი დედების საყვარელი რეცეპტი

1547

ნებისმიერ ღონისძიებაზე ვინ არის პასუხისმგებელი სადღესასწაულო განწყობასა და გემრიელ სასუსნავზე? რა თქმა უნდა, დედა! პატარებს ბანალური ტორტები და ორცხობილებით ვერ გააოცებთ განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დაბადების დღეს ეხება. აი, ფერადი ლიმონის ნამცხვარი და მადის აღმძვრელი ატამი თვალს და გემოს რეცეპტორებს ერთნაირად ახარებს. თუმცა მათ მომზადებას დრო უნდა, რომელიც ჩვენ თითქმის არასდროს არ გვაქვს.

„გასტრონომია“ დედებს საბავშვო დესერტის მოსამზადებლად „სენდვიჩის“ რეცეპტს სთავაზობს. ეს ტკბილეული არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც მოეწონებათ. მომზადება სცადეთ!

ინგრედიენტები:

  • 130 გრ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 500 გრ ხაჭო
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ სახამებელი
  • 0,5 ჭიქა ქიშმიში
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით
  • 1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი

მომზადება:

1. ფქვილი გაცერით და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. 100 გრ კარაქი გაადნეთ, შემდეგ 1/3 ჭიქა შაქარი, 1 პაკეტი ვანილი დაუმატეთ და ინგრედიენტები აურიეთ.

2. შემდეგ კარაქს 1 ს/კ კაკაო დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ამის შემდეგ კვერცხი ათქვიფეთ და კვლავ ცომი აურიეთ. ბოლოს ფქვილი დაუმატეთ. ისეთი ცომი მოზილეთ, რომ ხელებზე არ გეკვრებოდეთ.

3. ცომის მესამედი დაამრგვალეთ, საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და საყინულეში შედგით. საცხობი ფორმის (20×20 სმ დიამეტრი) მთელ ზედაპირზე ცომი თანაბრად გადაანაწილეთ.

4. დარჩენილი 30 გრ კარაქი გაადნეთ. 3 კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. ცილა მაცივარში შეინახეთ. ხაჭო ჩანგლით დაჭყლიტეთ. თუ საჭიროა, საცერში გაწურეთ.

5. ხაჭოს დარჩენილი შაქარი და ვანილი დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ. კვერცხის გული ჩანგლით ათქვიფეთ და კარაქთან ერთად ხაჭოს დაუმატეთ.

6. ხაჭოს შიგთავსი შოკოლადის ცომს წაუსვით და გაათანაბრეთ. საყინულიდან დარჩენილი ცომი გამოიღეთ და ხაჭოს შიგთავსს მთელ ზედაპირზე ზემოდან დაადეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.

სხვათა შორის, ხაჭოს შიგთავსს ქიშმიშის გარდა ან მასთან ერთად შეგიძლიათ ცუკატი, კაკალი და ჩირი დაუმატოთ. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნამცხვარი „სენდვიჩი“  მარტივად მოსამზადებელი დესერტია, რომელიც გემოთი არცერთ გამომცხვარ პროდუქტს არ ჩამოუვარდება.