ნამცხვარი “მწვანე ვაშლი” ლიმონის გემოთი და არაჩვეულებრივი არომატით

1349

დღეს უკვე ნებისმიერი ნამცხვარი ხელმისაწვდომია მაღაზიებში და ამიტომაც ბევრი დიასახლისი შინ არ ამზადებს ამ დესერტებს. მაგრამ მე რომ მკითხო, ნამცხვარ “მწვანე ვაშლს” მაინც ვერაფერი შეედრება და მას მხოლოდ შინ თუ მოამზადებ.

ნამცხვარი იზიდავს არამხოლოდ იერსახით: ჯერ კიდევ ცხობისას არომატი თავბრუს დაგახვევთ. ცოტაოდენი ცედრა, ვაშლის წვენი, მატჩას ჩაი და იდეალური ფხვიერი ცომი – აი უგემრიელესი დესერტის საიდუმლო!

ინგრედიენტები

  • 2 ც კვერცხის გული
  • 160 გრ შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 150 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. ვაშლის წვენი
  • 1 ჩ.კ. მატჩას ჩაი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 375 გრ ფქვილი
  • 40 ც მიხაკი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, კარგად მოურიეთ.

2. დაუმატეთ ვაშლის წვენი და ლიმონის ცედრა.

3. ნელ-ნელა დაუმატეთ 330 გრ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი რომელიც ხელებზე არ ეკრობა. მოაჭერით ცომს მეოთხედი, დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი მატჩას ჩაი ფხვნილის სახით.

4. ცომის 3-4 20 სმ სიგრძის ცილინდრის სახით გააბრტყელეთ. მწვანე ცომი კი მართკუთხად გააბრტყელეთ ცილინდრის სიფართეზე.

5. შემოახვიეთ ცილინდრს მწვანე ცომი, მოუჭირეთ კუთხეებს, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით.

6. ცივი ცომი ოდნავ ჩაჭყლიტეთ ჩაღრმავება რომ მიიღოთ.

7. დაჭერით ცილინდრი 1 სმ სისქის ნაჭრებად. მიეცით ყოველს გაჭრილი ვაშლის ფორმა. ზემოდან და ქვემოდან დაამატეთ თითო მიხაკი.

8. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნაწარმი, შედგით165 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

მიირთვით ნამცხვარი ვაშლის მურაბასთან და ჩაისთან ერთად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!