ნამდვილი ქართული მხალი

982

ქართული სამზარეულო არის გემრიელი, გამორჩეული და მრავალფეროვანი. მან აითვისა კავკასიის, აზიისა და შავი ზღვის რეგიონის ხალხის საუკეთესო კულინარიული ტრადიციები. მისი განსაკუთრებული სიამაყე სწორედაც სამზარეულოა, რომელთა შორის არ შეიძლება არ გამოვარჩიოთ მხალი.

ზოგადად მხალი ბოსტნეულის ბაზისგან შედგება და დამატებული აქვს სხვადასხვა სანელებლები. მის გემოს აძლიერებს ბერძნული კაკალი, დარიჩინი, ნიორი და არომატული ქართული მწვანილი.

ინგრედიენტები

  • ისპანახი 500გრ
  • 70-100გრ ბერძნული კაკალი
  • ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • ერთი კონა ქინძი
  • ერთი კონა პეტრუშკა
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • წითელი ცხარე წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
  • ბროწეული მოსართავად

მომზადება

  1. ჯერ ისპანახის ფოთლები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ ჩაალბეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში.

2.სწრაფი ხელის მოძრაობით ამოიღეთ ისპანახი ქვაბიდან და შეუშვირეთ ცივ წყალს, რათა შეინარჩუნოს ფერი. კარგად დაწურეთ.

3.კაკალი,ნიორი, ქინძი და ხახვი დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მარილის და სანელებლების დამატების შემდეგ კი ყველაფერი კარგად აურიეთ.

4.ახლა აიღეთ ისპანახი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანში, თუ მასა გამოვა ძალიან თხელი ისევ გაწურეთ. შემდეგ კი გატარებულ ისპანახს დაუმატეთ კაკლით შეზავებული მასა, მოასხით ძმარი და კარგად აურიეთ.

5.თქვენ მიიღეთ ერთგვაროვანი მასა რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პურზე წასასმელად ან სუფრაზე წარადგინოთ ტრადიციული ვარიანტი, გააკეთოთ ისპანახის ბურთები და მორთოთ ის ბროწეულით. ჩვენი გემრიელი მხალიც მზადაა.

ჭარხლის მხალი 

როგორც ვახსენეთ მხალის ბაზას შეიძლება მრავალი პროდუქტი წარმოადგენდეს ამ რეცეპტში წარმოგიდგენთ ჭარხლის მხალს.

ინგრედიენტები

  • 30გრ ხახვი
  • 10გრ მცენარეული ზეთი
  • 100გრ ჭარხლის
  • 200გრ ჭარხალი
  • 100გრ ნიგოზი
  • ხმელი სუნელი
  • ზაფრანა
  • წიწაკა ჩილი
  • ქონდარი
  • მარილი
  • ქინძი
  • ძმარი
  • ნიორი
  • სოდა

მომზადება

1.ჩაყარეთ ჭარხალი მდუღარე წყალში, დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. შემდეგ გამოწურეთ.

2.კაკალი და ნიორი რამდენჯერმე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ხოლო ჭარხალი წვრილად დაჭერით.

3.მოთუშეთ ხახვი ტაფაზე და დაუმატეთ ნიგვზის და ნიორის მასას ჭარხალთან ერთად. მოაყარეთ სანელებლები და მწვანილები.

4.მიღებულ მასას მოასხით ძმარი და დაამრგვალეთ.

როგორც ხედავთ, მხალი ნოყიერია, რომლის მომზადებაც მაცივარში თითქმის ყველაფრისგან შეგიძლიათ. ეს შესანიშნავია მათთვის, ვინც მარხვას ინახავს.

გემრიელად მიირთვით!