ნაკლებად მარილიანი კიტრი 2 საათში: ექსპრეს რეცეპტი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

877

ქართველებს ერთი კარგი თვისება გვაქვს, შეგვიძლია დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის ან უბრალოდ ახლობლებისთვის სახლის კარი გავაღოთ.

კარის გაღებას კი, ჩვეულებრივ, მაცივრის კარის გაღება მოსდევს. აქ კი..მოძრავი ბურთი. ნაცნობი სიტუაციაა?

რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს შეიძლება სხვადასხვა ექსპრეს რეცეპტი ჰქონდეს, რომლებიც მოულოდნელი სტუმრებისთვის სუფრის სწრაფად გაშლაში ეხმარება.

არ იცით, შემწვარ კარტოფილთან რა გაიტანოთ? რა თქმა უნდა, ნაკლებად მარილიანი კიტრი!

ნაკლებად მარილიანი კიტრი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კიტრი
  • 1 თავი ნიორი
  • 2 ს/კ ზღვის მარილი სიმწარის გარეშე
  • კამა

მომზადება:

  1. კიტრი დაჭერით ისე, როგორც თქვენ მოგწონთ და პაკეტში ან თავსახურიან კონტეინერში მოათავსეთ.
  2. ზღვის მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ თითოეული ნაჭერი დამარილდეს.
  3. ნივრის თავი დააქუცმაცეთ და კონტეინერს (პაკეტს) დაუმატეთ.
  4. კამა წვრილად დაჭერით და კიტრს დაუმატეთ.
  5. კონტეინერს თავსახური დაახურეთ ან პაკეტი შეკარით და კარგად შეანჟღრიეთ.
  6. მაცივარში მინიმუმ 2 საათით გააჩერეთ და შეუდარებელი გემოთი დატკბით!

ნაკლებად მარილიანი კიტრი იდეალური წასახემსებელია მათთვის, ვისაც მოულოდნელი სტუმარი ეწვია. თქვენ რომელი რეცეპტები გშველით? ეს სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ და მათ სტუმრად თამამად ეწვიეთ. ახლა მშიერი ნამდვილად არ დარჩებით!