რამდენი სალათიც არ უნდა იყოს მაგიდაზე, დიასახლისები სადღესასწაულოდ მაინც ამზადებენ შუბას.
შუბა ქაშაყით ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სალათია.
ინგრედიენტები
- მოხარშული კარტოფილი 2 ცალი
- ქაშაყი 1 ცალი
- მოხარშული ჭარხალი 1 ცალი
- მოხარშული სტაფილო 2 ცალი
- მოხარშული კვერცხი 3 ცალი
- მაიონეზი
მომზადება
- მზა პროდუქტები მოათავსეთ, ცალ-ცალკე ჯამებში.
- კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და კვერცხი გახეხეთ.
- ქაშაყი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად.
- მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.
- ჩემი ქაშაყი მარილიანია, ამიტომაც ხელახლა არ დავამარილებ.
- გამოიყენეთ მარილი გემოვნებით.
- მეტი კომფორტისთვის მაიონეზი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში.
- ავაწყოთ სალათი. შეგიძლიათ ერთნაერი ფენები რამდენჯერმე გაიმეოროთ.
- მაგრამ მე ასე ვაკეთებ: პირველი ფენა, მოხარშული კარტოფილი.
- შემდეგი ფენა ქაშაყი და მოასხით მაიონეზი.
- შემდეგ ფენა მწვანე ხახვი, ზემოდან მოასხით მაიონეზი.
- შემგეგი ფენა სტაფილო, მოასხით მაიონეზი.
- შემდეგი ფენა კვერცხი, მოასხით მაიონეზი.
- ბოლო ფენად მოათავსეთ ჭარხალი და მოასხით მაიონეზი.
- კერძი მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!